• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გოცირიძე: „ფასებმა პენსია შეჭამა – 350 ლარი დღეს 150 ლარის ტოლფასია“

ალია ავტორი - ალია
16:07 11-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,291

ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველის, რომან გოცირიძის, შეფასებით, საქართველოში პენსიის ზრდა სრულად ნულდება იმ ინფლაციით, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ გაძვირებულ ძირითად პროდუქტებსა და მომსახურებას მოჰყვა. მისი თქმით, დღეს 350 ლარის პენსიით პენსიონერს შეუძლია მხოლოდ ის შეიძინოს, რასაც 12–13 წლის წინ დაახლოებით 150 ლარი ჰყოფნიდა, რაც მიუთითებს, რომ ფასების ზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა პენსიის რეალური ღირებულება.

“ფასები ორჯერ იმატებს. 350 ლარი პენსია, ეს არის 175 ლარი 2012 წლის ფასებით. ანუ ამ 13 წლის განმავლობაში პენსიამ მოიმატა 50 ლარით, ეს ხომ წარმოუდგენელია? თუ იმასაც გავითალისწინებთ, რომ პენსიონერები თავისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ხარჯავენ ისეთ საქონელში, სადაც ფასებმა ორჯერ და უფრო მეტად მოიმატეს, როგორიც არის ჯანდაცვის სფერო, კომუნალური სფერო, როგორიც არის სურსათი და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, 350 ლარით დღეს იმის ყიდვა შეგიძლია, რსაც ყიდულობდი დაახლოებით 150 ლარით 12-13 წლის წინ. სინამდვილეში, ფასების ზრდამ შეჭამა ის სამარცხვინო ნამატი, რასაც “ქართული ოცნება” ამ 13 წლის განმავლობაში პენსიონერებს უმატებდა. 

2026 წლის ბიუჯეტი უკვე განიხილება პარლამენტში და ჩვენ დავინახეთ, რომ პენსიები იზრდება 70 წლის ასაკამდე მოქალაქეებისთვის ანუ საბაზისო პენსია იზრდება მხოლოდ 20 ლარით. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყოელთვის, მთელი ამ 13 წლის განმავლობაში, დამამცირებლად, არაადამიანურად, ცინიკურად ექცეოდა პენსიონერებს, – ამბობს რომან გოცირიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved