• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს “ქართული ოცნების” სიის მე-15 ნომერი ეკა ჭიჭინაძე?

ალია ავტორი - ალია
17:43 11-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,224
„ფორმულას“ ჟურნალისტ თიკო ერაძეს პარლამენტის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. მიზეზი ჟურნალისტის მიერ საჯარო პლენარულ სხდომაზე გადაღებული კადრია, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატ ეკა ჭიჭინაძის მობილურის ეკრანი ჩანს — ის ვიკა ბუკიას ეთერს უსმენდა.
წერილში, რომელიც თიკო ერაძემ პარლამენტის აპარატის უფროსისგან მიიღო, წერია, რომ 2025 წლის 12 ნოემბერს მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან „ნებართვის გარეშე“ გადაიღო ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანი და კადრები სოციალურ ქსელში ატვირთა.
„ბიემჯი“ აქვეყნებს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ შენგელაიას მეუღლის, ივანიშვილის ოჯახის ახლობელი, ეკა ჭიჭიაძის ქონებრივ დეკლარაციას, რომელსაც „ალია“ უცვლელად გთავზობთ:

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში მისი საქმიანობა და სამუშაო გამოცდილება მითითებული არ არის. წერია მხოლოდ ის, რომ ჭიჭინაძე ფილოლოგია.

პარლამენტის წევრმა ეკა ჭიჭინაძემ 2025 წლის 22 იანვარს შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დოკუმენტში ასახულია როგორც თავად დეკლარანტის, ასევე მისი მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას ქონება.

ეკა ჭიჭინაძის ოჯახის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება, რომელთა უმეტესობაც მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას სახელზეა რეგისტრირებული და ნაწილობრივ საერთო საკუთრებას წარმოადგენს ალექსანდრე შენგელაიასთან, გიორგი შენგელაიასთან ან მზია შამელაშვილთან.

თავად ეკა ჭიჭინაძის 100%-იან საკუთრებაშია ბინა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე (129.16 კვ.მ.), რომელიც 2012 წელს ნასყიდობის ფორმით 25,000 აშშ დოლარად შეიძინა.

ნიკოლოზ შენგელაია ფლობს 50%-იან წილს ხუთ სხვადასხვა უძრავ ქონებაში, რომლებიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

  • საცხოვრებელი სახლი ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში (ფართობი 309.19 კვ.მ. და სხვა დამატებითი ნაგებობები).
  • ბინა ქალაქ თბილისში, კორნელი კეკელიძის ქუჩაზე (62.8 კვ.მ.).
  • საცხოვრებელი სახლი თბილისში, დაბა წყნეთში, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე.
  • ბინა ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე (153.8 კვ.მ.).
  • საცხოვრებელი სახლი ქალაქ თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე (401 კვ.მ.).

 

ოჯახი ოთხ მსუბუქ ავტომანქანას ფლობს

ეკა ჭიჭინაძის საკუთრებაშია: Mercedes GLC 200, რომელიც 2023 წლის სექტემბერში 70,000 ევროდ შეიძინა.

MERCEDES-BENZ B 170, რომელიც 2005 წელს 17,000 აშშ დოლარად არის შეძენილი, თუმცა დეკლარანტი მიუთითებს, რომ “გაასხვისა რამდენიმე წლის წინ”, მაგრამ ის “ჯერჯერობით კვლავ ჩემს სახელზე ფიქსირდება”.

ნიკოლოზ შენგელაიას საკუთრებაშია: Mercedes GLE 450 (შეძენილი 2021 წელს 91,000 აშშ დოლარად). Mercedes Benz ML400 (შეძენილი 2015 წელს 80,000 აშშ დოლარად)14.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საბანკო ანგარიშებზე ჯამურად დაფიქსირებულია მნიშვნელოვანი თანხები, განსაკუთრებით ნიკოლოზ შენგელაიას სახელზე:

ეკა ჭიჭინაძის მიმდინარე ანგარიშებზე: 345,800 GEL, 701.29 USD, 121.93 EUR, 3,497.27 USD, 30 USD, 434.1 USD, 504.5 GEL (“საქართველოს ბანკი”);

საკრედიტო: 4,264.08 GEL და 7,192.69 GEL (“საქართველოს ბანკი”).

ნიკოლოზ შენგელაიას ანგარიშებზე: დეპოზიტი: 480,000 USD (“საქართველოს ბანკი”).

მიმდინარე: 300 GEL, 15,187.93 USD, 9,169.17 USD, 10 USD, 20,000 USD, 24,050.61 USD, 220,501.62 USD, 4,801.83 USD, 22,556.99 EUR, 2,329.93 USD (“საქართველოს ბანკი”)191919.

საკრედიტო: 88,000 USD (“საქართველოს ბანკი”).

ნიკოლოზ შენგელაია არის შპს „შპს კედარი 2008“-ის 25%-იანი წილის მფლობელი და ერთადერთი საწარმო, რომლის საქმიანობითაც მან წინა წელს 17,736 ლარის შემოსავალი მიიღო.

ეკა ჭიჭინაძე და ნიკოლოზ შენგელაია ასევე ფლობენ წილებს სხვა კომპანიებშიც, თუმცა დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მითითებულია, რომ ეს კომპანიები (“ფერო მეტალი,” “ჭიაურელი ბრაზერს არტ სტუდიო,” “გიორგი შენგელაია და შვილები,” “ბიოტა,” “ჰიდროვეივი”) აღარ ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.

2024 წლის განმავლობაში, ეკა ჭიჭინაძის შემოსავალი:

  • საქართველოს პარლამენტის აპარატში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან მიღებული ხელფასი: 4,778 ლარი (25.11.2024-31.12.2024);
  • ანაბრიდან (ვადიანი დეპოზიტი, 345,800 GEL) მიღებული შემოსავალი: 39,182.46 ლარი;
  • გასავალი (ვალდებულება): საკრედიტო სესხზე გადახდილი თანხა (24,850 ლარი) შეადგენს 14,500 ლარს.

ნიკოლოზ შენგელაიას შემოსავალი და ვალდებულებები:

  • ააიპ-თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორის თანამდებობიდან მიღებული ხელფასი: 6,552.6 ლარი;
  • სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“-დან ერთჯერადად გაწეული მომსახურების ანაზღაურება: 7,035 ლარი;
  • სადეპოზიტო სერტიფიკატიდან (480,000 USD) მიღებული შემოსავალი: 17,568 აშშ დოლარი;
  • პრემიუმ ანაბრიდან (2,250,576.53 USD) მიღებული შემოსავალი: 1,101 დოლარი;
  • დეპოზიტიდან (3,000,000 USD) მიღებული შემოსავალი: 75,452 დოლარი;
  • გასავალი (ვალდებულება): სესხი, ანაბრით უზრუნველყოფილი (96,930.31 USD).
თეგები: ეკა ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved