• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მადუროსა და ტრამპს შორის პირადი მტრობაც არსებობს” – აშშ-ვენესუელას კრიზისი – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
13:27 11-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
990
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
აშშ-ვენესუელას კრიზისი საერთაშორისო გაშუქების თვალსაზრისით ისეთ ზღვარზეა მისული, რომ მისი შედეგი – რაც არ უნდა იყოს ის – აუცილებლად აისახება გლობალურ პოლიტიკაზე.
კარიბის ზღვის აუზში 15-დან 30 ათასამდე ამერიკელი სამხედროა მობილიზებული თავისი სამი საზღვაო დამრტყმელი ჯგუფით. ტრამპმა ვენესუელას შიგნით ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის საქმიანობასაც აუნთო მწვანე შუქი. ცალკეული სენატორის მხრიდან გაჟღერდა ფრაზა რომ “მადუროს მთავრობის დღეები დათვლილია”. ეს ყველაფერი კი უკვალოდ ვერ ჩაივლის.
ნიკოლას მადუროს და მანამდე ჰუგო ჩავესის კომუნისტური, ანტი-ამერიკული, პრო-რუსული და პრო-ჩინური რეჟიმი აშშ-ს მონროს დოქტრინას უქმნის საფრთხეს. ეს დოქტრინა პრეზიდენტ მონროს დროს იქნა მიღებული და ამერიკის კონტინენტზე გარე ძალების გავლენებისაგან გათავისუფლების აუცილებლობაზე იყო აგებული. ცივი ომის დროს ჯერ კიდევ კუბასა და ნიკარაგუაში დაირღვა დოქტრინა საბჭოთა კავშირის აქტიური ჩარევით, რაც იმ პერიოდში სერიოზული კრიზისის გამოწვევად იქცა.
მაგრამ ვენესუელა, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნათვთობ რეზერვია და ცხოვრების დონეც ძალიან მაღალი იყო, სწორედ ცივი ომის შემდეგ მოსული ჰუგო ჩავესის დროს, დაიწყო მისი ეკონომიკური დაღმასვლა. ნიკოლას მადურომ კი ყველა არჩევნები გააყალბა, თანამდებობები მიიტაცა და ხალხი მიზანმიმართულად დაამშია, რადგან მშიერი რევოლუციონერი ცუდი რევოლუციონერია, ხოლო მომხრეებს კი მხოლოდ იმდენს აჭმევს, რომ ყოველთვის მასზე იყვნენ ჩამოკიდებული. საჭმლის და ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი კრიმინალური ბანდები მადუროს მხარდასაჭერად ადრეც გამოსულან და ახლაც გამოდიან. სწორედ ასეთი მომხრეებისაგან შედგება პარამილიტარისტული დაჯგუფება ბოლივარის მილიცია, რომელიც ხელისუფლების პრეტორიანული გვარდიაა.
ვენესუელა იმდენად გათავხედებულია და იმდენად სჯერა რუსეთისა და ჩინეთის მოკავშირეობის, რომ მეზობელი სახელმწიფო გაიანას ნახევარის დაპყრობა აქვს ღიად დაანონსებული და ოფიციალურად საკუთარ ტერიტორიადაც კი აქვს გამოცხადებული ისე, რომ ტერიტორიები ჯერ კიდევ არ დაუკავებია მის არმიას.
ვენესუელაში ბოლო ათი წელია წარმოუდგენელი კრიზისი და შიმშილია. ასიათასობით ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან. მადუროს წინააღმდეგ გამოსვლებს ხელისუფლების კრიმინალური ბანდები გატაცებებით, მკვლელობებითა და წამებით პასუხობენ. შიმშილზე კი 2017 წელს მადურომ ხალხს შეუთვალა თქვენი შინაური ცხოველები ჭამეთო.
ვენესუელას დასახმარებლად მუდმივად მოდის კუბა და რუსეთი. პირველი ცოცხალი ძალით ეხმარება, მეორე იარაღითა და ინსტრუქტაჟით. რუსეთის კონტროლი და გავლენები იმდენად დიდია ვენესუელაში, რომ ოფიციალურ კარაკასს ცხინვალი და სოხუმი დამოუკიდებლად აქვს აღიარებული. ასე რომ, დიახ, ვენესუელაში ანტი-ქართული, მტრული რეჟიმია.
ამ უმდიდრესი რესურსების მქონე ქვეყანაში ხელისუფლებას შემოსავლის ორი წყარო აქვს: ნავთობი და ნარკოტიკი. იმდენად დიდია ვენესუელასა და კოლუმბიაში ნარკოტიკის დამზადება და განსაკუთრებით გადაზიდვა, რომ ხელისუფლება ამით ასობით მილიონს შოულობს. ცნობილია, რომ ვენესუელას არმიაში არსებობს ფრთა, მზეების კარტელის (Cártel de los Soles) სახელით ცნობილი, რომლებიც უშალოდ არიან ჩართული ნარკოვაჭრობასა და ადამიანების ტრეფიკინგში. საბოლოო ჯამში მადუროს რეჟიმი ნარკო-ტერორისტულია.
გარდა ამისა მადუროსა და ტრამპს შორის პირადი მტრობაც არსებობს. ჯერ კიდევ 2018-20 წლებში იყო მცდელობა ტრამპს ვენესუელას ასამბლეის მიერ ლეგიტიმურად გამოცხადებული ხუან გუაიდოსათვის დაეჭირა მხარი. მაშინ საქართველომაც დაუჭირა მხარი გუაიდოს. მისმა წარმომადგენლებმა კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმების მზაობაზე გააკეთეს აქცენტი. მაგრამ მაშინ ჩავარდა გუაიდოს ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან კიდევ ერთხელ მიიტაცა ქვეყანა მადუროს რეჟიმმა და ტრამპს რამდენჯერმე დასცინა კიდეც. ასეთი რაღაცები ადვილად არ ავიწყდებათ ხოლმე, მით უფრო ისეთ პოლიტიკოსებს როგორიც ტრამპია.
ახლა სიტუაცია კრიტიკულია. ახლა ვენესუელას ოპოზიციას ძალიან მაღალი სახალხო ლეგიტიმაციის მქონე მარია კორინა მაჩადო წარმოადგენს, რომელმაც ახლახან ნობელის პრემიაც მიიღო. მადუროს ნარკო რეჟიმის ცვლილების მომხრეა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. მას სჯერა, რომ თუკი მადუროს რეჟიმი დაემხობა ამას ნიკარაგუა და კუბაც მიჰყვება. ჰო მართლა, ნიკარაგუაც რუსულ ნავში ზის და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები მასაც დამოუკიდებლად აქვს ცნობილი.
მაგრამ როგორც თავში აღვნიშნე ახლა რაც არ უნდა მოხდეს ვენესუელაში, მედიის მხრიდან გაშუქრება და დაფარვა იმდენად მაღალია, რომ ეს აშშ-სა და კერძოდ კი ტრამპის რეპუტაციაზე ნებისმიერ შემთხვევაში აისახება – კარგად ან ცუდად. კარგად იმ შემთხვევაში თუკი მადუროს რეჟიმი შეიცვლება. ეს იქნება უშუალო იერიშები თუ შიგნიდან პროცესების წარმართვა რთული სათქმელია. მაგრამ თუკი მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ არავითარი ღონისძიება არ გატარდა, სამხედრო ძალებიც უკან გაიყვანა, ფარული ოპერაციებიც შეწყდა და ამ დაძაბულობამაც ისევე უშედეგოდ ჩაიარა, როგორც 2019 წელს და მანამდე 2017 წლის ჩრდილოეთ კორეაში, მაშინ ეს იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მარცხი და დამატებით სტიმულს მისცემს მემარცხენე და პრო-რუსულ რეჟიმებს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები და გამრავლდნენ კიდეც. ზოგადად, კრიზისისას რეპუტაციული ზიანის ან ჯილდოს საფრთხე ძალიან მაღალია ხოლმე, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს მედიის მხრიდან წინასწარ აქტიური გაშუქებაც მოჰყვება ხომე, მაშინ ამ ყველაფერს ბევრად დიდი ეფექტი აქვს. ახლა სწორედ ამგვარ კრიზისს ვადევნებთ თვალს, აქტიური მედია გაშუქებითა და ანალიტიკური დაფარვით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved