• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კავშირი აქვს ვლადიმერ სტეფანიანის ოჯახს  მოთხილამურეს დაღუპვასთან?

რატომ არ ქონდა ხელოვნურად გაჭრილ კლდეს დამცავი ბადე და რატომ იწმინდებოდა სასრიალო ტერიტორია კენჭებისგან სრიალის პერიოდში? რა უნდოდათ ძმებ სტეფანიანებს, არახილვად ტრასაზე მაშინ როცა საბაგიროები ფუნქციონირებდა და მოთხილამურეები სრიალებდნენ?

ალია ავტორი - ალია
21:02 11-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,588

წარმატებული სტარტაპერი, 36 წლის გიორგი ტუხაშვილი 2024 წელს ბაკურიანში დაიღუპა. თავიდანვე, არაერთმა მედიამ, მისი დაღუპვა უბედურ შემთხვევას მიაწერა, თუმცა, საქმეში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. გამოძიება, პრაქტიკულად, ერთ ადგილას ტკეპნის, რადგან როგორც ოჯახი ამბობს, სამხარაულის ბიურო ექსპერტიზის პასუხებს “არც ჩქარობს” და დაგვიანებითაც კი აღარ გასცემს, გამოდის, რადგან ცოტაც და უკვე ორი წელი გადის ინციდენტიდან.

გიორგი 3 წლიდან სრიალებდა და ყოველწიულად სტუმრობდა ბაკურიანს, მოგვიანებით უკვე ოჯახთან, შვილებთან ერთად, თავად ასწავლიდა შვილებს თხილამურებზე დგომას. 2024 წლის 19 იანვარს, იგი სწორედ “კრისტალის” ზედა, შედარებით ახალ ტრასაზე იყო. ტრასას არ ქონდა ბადეები, რაც უკვე იყო ხიფათის რისკი და მიზეზი, რატომ გადაწვიტა “კრისტალმა” დამცავი ბადეების გარეშე გაეხსნა ტრასა, ამ დღემდე უცნობია. ცნობისთვის, ტრასაზე ხრამის დამცავი ბადის არარსებობის გარდა იყო კლდიდან ქვების ცვენის შემთხვევები რადგან არც კლდეს ეკეთა დამცავი ბადე.

“დამცავი ბადეების არქონის პარალელურად, ოჯახის თხრობით, “კრისტალის” გათოვლიანების მენეჯერი, რომელიც აღმოჩნდა, ვლადიმერ სტეფანიანი ვაჟი იმავდროულად, გადაწყვეტს  თოვლმავალი ბურნით ტრასის დათვალიერება, თითქოსდა, მისი გასუფთავების მიზნით, თუმცა, რატომ გადაწყდა ტრასის დათვალიერება ტექნიკით მაშინ, როცა ტრასა იყო ღია და ადამიანები სრიალებდნენ, არც ამ კითხვაზე აქვს ოჯახს სამართლებრივი პასუხი ამდენი ხნის შემდეგ.
ვლადიმერ სტეფანიანის ვაჟს, “სასეირნოდ” მიყავს თან არასრულწლოვანი ძმა, ოჯახის თქმით,
– “ისინი მოძრაობენ თოვლმავალი ბურანით, სათხილამურო ტრასის საპირისპირო მიმართულებით ყველანაირი გაფრთხილების გარეშე. ისე რომ საბაგირო არ წყვეტს მუშაობას და მოთხილამურეები აგრძელებენ სრიალს. ზედა ტრასის დასაწყისში ძმები, სასრიალო ტრასაზე აჩერებენ თოვლმავალ ბურანს და იწყებენ ტრასაზე ქვეითად გადაადგილებას.
გიორგი ჯერ შენიშნავს უფროს ძმას, რომელიც ზედ ტრასის შუაში ხვდება, იძულებით იცვლის მიმართულებას კლდის მხარეს (რადგან მეორე მხარეს ხრამი აქვს). კლდის მხარეს ხვდება მეორე ქვეითი, უმცროსი ძმა, რომელთანაც ხდება შეჯახება. სტეფანიანს ტყდება წვივის ძვალი ცალ ფეხზე. გიორგი იღებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაზიანებებს. კერძდ: ორმხრივ ნეკნების მრავალფრაგმენტოვან მოტეხილობას.ღვიძლის და ელენთის ტრამვულ გახეთქვას, ორივე პარიეტალური პლევრისა და ფილტვების გაგლეჯვას.”

შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, კი და 2024 წლის 20 თებერვალს გამოცემულია დადგენილება კომპლექსური–ტრასოლოგიური, (ფონო) ვიდეოსკოპური, მიკრონაწილაკური, ქიმიური, ბიოლოგიური, შრომის უსაფრთხოების, სამშენებლო ტექნიკური, სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

მიუხედავად ოჯახის არაერთი მიმართვისა, მიუხედავად, სახალხო დამცველის მიმართვისა – ამ დრომდე, სამხარაულის ექსპერტიზას დანიშნულ ექპერტიზებზე პასუხები არ გაუცია!

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად, წერილობით ადასტურებს, რომ , 2025 წელს, არაერთხელ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კითხვით თუ რატომ ჭიანურდებოდა ექსპერტიზის პასუხი, თუმცა, ეროვნული ბიურო არც სახალხო დამცველს პასუხობს.

არადა, გამოძიება ამბობს, რომ მითითებული ექსპერტიზების დასრულებამდე, ვერ ხორციელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, გამოძიება ფაქტობრივად შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი დაზარალებულ მხარედ არის ოფიციალურად აღიარებული, ბრალი არავის აქვს წაყენებული. არადა, წესით, იმდენად ბევრი სამხილია საქმეში, მათ შორის ფოტო და ვიდეო სახით, იმდენად ღიად, ხილულად ჩანს დარღვევა, არათუ ექსპერტი, გამოუცდელი თვალიც კი რომ დაინახავს, რამდენად დიდი დანაშული იქნა ჩადენილი რეალურად და როგორ შეიწირეს “კრისტალ ჯგუფის” მფლობელებმა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. გასაგებია, რომ მფლობელები უშუალოდ არ იდგნენ ტრასაზე, მაგრამ უშუალოდ მოქმედი პირების გარდა, მათზეცაა პასუხისმგებლობა – სწორი შინაგანაწესის, მისი დაცვის, მისი კონტროლის. სამუშაოების განსაზღვრა რომ სწორად მომხდარიყო და მაკონტროლებელი მექანიზმი რომ ყოფილიყო – მსგავსი რისკი არ იქნებოდა, პირიქით, კონტროლის არსებობის შემთხვევაში, სტეფანიანის ვაჟებს შეაჩერებდნენ და ტრასაზე, საპირისპირო მხარეს მოძრაობის უფლებას აუკრძალავდნენ. საერთოდაც, საქმის მასალების მიხედვით, რჩება გონივრული ეჭვი, რომ არა დასათვალიერებლად გავიდნენ ტრასაზე ძმები, არამედ, სასეირნოდ, რადგან, დათვალიერებასაც თავისი წესები აქვს, რომლებიც მკაცრადაა განსაზღვრული.

“ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გაჭიანურდა ამდენი ხანი ექსპერტიზების ჩატარება და ასევე, უცნობია, თუ როდის უნდა ველოდოთ მათ დასრულებას” – ამბობს ოჯახი, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ელოდება გამოძიებისგან რაიმე პასუხს მაინც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved