• რეკლამა
  • კონტაქტი
17:39, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ითხოვდა საპატრიარქო “მამობრივი დაგირების” სანაცვლოდ ილია თოლორაიასგან? – ეპარქიული კომისიის დასკვნა

ალია ავტორი - ალია
20:06 11-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
527

საპატრიარქომ არქიმანდრიტ არქიმანდრიტი ილია (თოლორაიასთან) დაკავშირებით  მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გაავრცელა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია), მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

  1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე;
  2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
  3. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი);
  4. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი);
  5. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია), დაბარებული გახლდათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და პატრიარქის ქორეპისკოპოს, მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე), რათა მას მისცემოდა მამობრივი დარიგება და ძმური შეგონება. საუბრისას, არქიმანდრიტ ილიას მიუთითეს მის მიერ ცილისწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზედაც სინანულის გამოხატვის ნაცვლად, არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციას გამართლება.

საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, საბოლოო დასკვნის მისაღებად, იქვე შედგა კომისიის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია), მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.

“კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია: “…მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი” (საქმე 23,5).

კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

კომისიის მდივანი

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი),” – წერია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved