ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი, ქართული ოცნების გუნდის წევრის, მაია ბითაძის განცხადებას ეხმაურება:
ასეთ რამეს რომ წავიკითხავ, მარტო ერთი კითხვა მიჩნდება, ნუთუ ვერ ხვდება, რომ ამ ნათქვამით საკუთარი თავი და თავისნაირები უფრო შეარცხვინა, ვიდრე წინა ხელისუფლება?
ცნობისთვის, მაია ბითაძის თქმით, მაშინ, როცა ადამიანები წინა რეჟიმს აპროტესტებდნენ, ის, ნაციონალური მოძრაობის აქციებზე დადიოდა, რადგან “ნახირივით ერეკებოდნენ”.
მაია ბითაძე:
“ვინც საჯარო სამსახურებში სააკაშვილის დროს ვიყავით, გვახსოვს, ნახირივით როგორ გვერეკებოდნენ ნაციონალური მოძრაობის აქციებზე.”














კომენტარები