თინათინ რუხაძის მოადგილედ თეიმურაზ გამცემლიძე დაინიშნა, რომელმაც პოსტზე საკრებულოში დაბრუნებული ბექა დავითულიანი ჩაანაცვლა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი ბრძანებებიდან ხდება ცნობილი.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს თეიმურაზ გამცემლიძე საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ”, – წერია განკარგულებაში.
სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ თეიმურაზ გამცემლიძეს აქვს 30 წლიანი ხელმძღვანელ გამოცდილება კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში.














კომენტარები