• რეკლამა
  • კონტაქტი
00:36, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
16:24 11-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „კრისტალ ჯგუფში“ შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასა და შემდგომ რეალიზაციას მოიცავდა.

რა ბიზნესებს ფლობს ₾1,8 მლნ-ის უკანონო შემოსავლისთვის დაკავებული ვლადიმერ სტეფანიანი?

გამოძიების მიხედვით, ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემულ სამშენებლო პირობებს. უკანონოდ აშენებულ ობიექტებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.

„აღნიშნული გზით, შპს ‘ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა’ დიდი ოდენობით 1 894 925 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო. მიღებული თანხების ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულმა თანხის ნაწილი კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ნაწილი კი პირად საკუთრებაში გადაიტანა და შემდგომ უძრავი და მოძრავი ქონებები შეიძინა,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვლადიმერ სტეფანიანს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლებით, რაც თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” 2008 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში. კრისტალ ჯგუფმა საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას. ამჟამად, კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად: ყველაფერი ერთ სივრცეში და ჩამოყალიბდა ბრენდად, როგორც „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში.

“კრისტალ ჯგუფის” იგივე შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია. სტეფანიანს 2021 წელს “ქართული ოცნებისთვის” 50 000 ლარი აქვს შეწირული, 2018 წელს – სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის – 60 000 ლარი. 2012 წელს კი “ნაცმოძრაობისთვის” 2500 ლარი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved