• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაბედეთ, დაწვით პუტინის პორტრეტი. გელოდებით” – არქიმანდრიტი მეუფე შიოს

ალია ავტორი - ალია
19:13 11-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,470
არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში მეუფე შიოს მიმართავს:
“პროპაგანდისტებმა გამოაქვეყნეს მეუფე შიოს ძველი ქადაგებებიდან და საუბრებიდან მონაკვეთები, სადაც იმპერატორების დროინდელ რუსეთს ამხელს. პირველი, ის ჰყვება ისტორიებს, თუ ჩვენი დიდი მღვდელმთავრები რას ამბობდნენ რუსეთის ეკლესიაზე. მეუფე შიო ამხელს მივიწყებულ იმპერატორებს და არაფერს ამბობს რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტზე, მოძალადე პუტინზე – იმაზე, თუ რა აგრესია მოუწყო მან 2008-ში საქართველოს, როგორ დაგვიხოცა გმირი ბიჭები – ანწუხელიძე, შინდისის გმირები და სხვები, როგორ გაუპატიურეს ქართველი ქალები, როგორ გამოყარეს ქართველი მოსახლეობა.
თუ ეს ყველაფერი არ ახსოვს, მე ვურჩევ, მივიდეს წეროვანში დევნილებთან – ისინი უფრო მძიმე ისტორიებს მოუყვებიან. ასევე გამოვიდეს მეუფე შიო და თქვას რუსეთის ეკლესიაზე – ამხილოს, დაგმოს რუსეთის პატრიარქ კირილეს სიტყვა, რომელმაც 2008 წელს რუსული ჯარი აკურთხა და უთხრა: „დავიცვათ ჩვენი ოსი ძმები ქართველების აგრესიისგან.“
ამხილოს ასევე, რომ აფხაზეთში და ოსეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულია ჩვენი ეკლესია. რუსეთის პატრიარქ კირილეს კი ჰკითხოს, რატომ არ იხსენიებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, როცა ჩვენს უწმინდესს მსოფლიო პატრიარქი სრული ტიტულით მოიხსენიებს.
მე ვეკითხები მეუფე შიოს დღევანდელ მოვლენებზე – ხელისუფლების მიერ, რუსთაველზე დასისხლიანებულ ხალხზე, რატომ აჰყავს მოძალადე ხელისუფლება სვეტიცხოვლის ამბიონზე, და ასე მიმართვას: „მაღალღირსო“, „პატივცემულო“.
მეუფე შიოს მინდა შევახსენო, თუ როგორ მოქმედებდნენ ჩვენი წმინდა მღვდელმთავრები: ისინი ერეკლე მეფის დროინდელ რუსეთს კი არ ამხელდნენ, როგორც ამას თქვენ აკეთებთ, არამედ თავიანთ თანამედროვე – აწმყო დროის რუსეთის ხელისუფალსა და რუსეთის ეკლესიის სისასტიკეს ამხელდნენ.
გაიხსენეთ და მიბაძეთ მიტროპოლიტ ექვთიმეს, რომელიც, როცა რუსეთის იმპერატორის წინაშე იდგა, მას „ახალი დროის ნერონი“ უწოდა.
მეუფე შიო, გამოდით სიტყვით და თქვით, ვინ არის თქვენთვის პუტინი – რას უკეთებს ის უკრაინას და საქართველოს. თუ თქვენ გამოხვალთ და საჯაროდ ამხელთ არა იმპერატორის დროინდელ, არამედ დღევანდელ რუსეთს – მაშინ დავიჯერებ, რომ თქვენ არ ხართ რუსეთის მომხრე.
რაც თქვენ რუსეთის წარსულზე გითქვამთ და ამხელთ იმპერატორის დროინდელ რუსეთს – ეს იგივეა, რომ მე დღეს რუსთაველზე გამოვიდე და დავწვა ლენინის პორტრეტი. შეგახსენებთ, მამა გაბრიელმა მაშინ დაწვა ლენინის პორტრეტი, როცა ლენინი მთელი საბჭოთა კავშირის საამაყო კერპი იყო.
მეუფე შიო, ადვილია დღეს რუსეთის იმპერატორების პორტრეტების დაწვა – მაგრამ გაბედეთ, სიტყვით ამხილეთ და დაწვით პუტინის პორტრეტი. გელოდებით” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved