• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, პარასკევი, 8 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნივერსიტეტების დამორჩილება დიქტატურის დამყარების ბოლო წერტილია” – დიხამინჯია

ალია ავტორი - ალია
16:11 11-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182
“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
📍 დეტალურად ჩავყვეთ ამ “განათლების დეფორმაციის კონცეფციას”, რომლის ყველა პუნქტი არაკონსტიტუციურია უნივერსიტეტების ავტონომიასთან მიმართებით და მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განათლების სტანდარტებს.
🎓 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – აქვე მოგიკითხავთ თქვენი სამარცხვინო არაპროფესიონალიზმისთვის, ამ კონცეფციის წაკითხვის შემდეგ გაფიცულები რომ არ ხართ.
1️⃣ უნივერსიტეტებს უთხრეს – ჩვენ გადავწყვეტთ, თქვენ რა პროგრამები გექნებათ და რა რაოდენობის სტუდენტები:
📌 ა) როგორ დაგეგმოს უნივერსიტეტმა ბიუჯეტი, პროექტები, გაცვლითი პროგრამები, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა, თუ მას არ ეცოდინება, რა პროგრამები აქვს მომავალ წელს? როგორ შეუთანხმდეს პროფესორებს და ლექტორებს? პროფესორებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა როგორ დაგეგმონ თავისი სამსახური, თუ არ იციან, რა დატვირთვით რჩებიან უნივერსიტეტში?
📚 ბ) თუ პროგრამა აღარ ექნება, სად მიდის პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელთა მიღებაში უამრავი ფული და ენერგია დაიხარჯა? სად წავა ლაბორატორიები? მაგალითად, ათასწლეულის კორპორციამ რამდენიმე მილიონი დახარჯა და ილიას უნივერსიტეტს გადასარევი საინჟინრო ლაბორატორიები გაუკეთა, ასევე გაუკეთა თსუს. ორივეს აქვს საერთაშორისო ABET აკრედიტაციის საინჟინრო პროგრამები. ორივე დაკარგავს? ილიას უნივერსიტეტის დაფინანსებით და უამრავი სამეცნიერო გრანტის შედეგად ბიოქიმიის ლაბორატორიები განვითარდა, სადაც ისეთი დონის საერთაშორისო კვლევებია, რომ რეიტინგებში სულ პირველ ადგილზეა ილია. სად წავა სეისმური მონიტორინგის ცენტრი, რომელიც სულ ამერიკული გრანტებით აშენდა? თუ საინჟინრო პროგრამები არ ექნება, რა უყოს ილიას უნივერსიტეტმა ფაბლაბს, რომელმაც ათასობით მოსწავლე დააინტერესა ტექნოლოგიებით?
🏛️ გ) როცა პროგრამა მილევადში მიდის, სტუდენტს აფრთხილებენ 1 წლით ადრე მაინც. ახლა რა უთხრან? და ბოლოს, როდის და როგორ დაგეგმონ აბიტურიენტებმა უნივერსიტეტების არჩევანი? ყველა წესიერი უნივერსიტეტი მთელი წელი მუშაობს აბიტურიენტებთან, პროგრამებს აცნობს, ღია კარის დღეებს უტარებს, ახლა რა უთხრას?
2️⃣ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები ხდება 3 წლიანი, მცირე გამონაკლისების გარდა.
📌 ა) ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა უნივერსიტეტმა ათეულობით პროგრამა უნდა გადააკეთოს. პროგრამის აკრედიტაცია ვისაც გაუკეთებია, იცის, რომ მის სწორად დაგეგმვას მინიმუმ 1 წელი სჭირდება. როგორ უნდა გადაკეთდეს ეს პროგრამები – 240 კრედიტი გადანაწილდეს 3 წელზე თუ 180 კრედიტი დარჩეს? აბა ჩახედეთ საინჟინრო პროგრამებს – რა საგნებს მოაკლებდით? და როდის უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, თუ აბიტურიენტმა მარტში უკვე პროგრამები და უნივერსიტეტები უნდა აირჩიოს? 1 თვეში გადაკეთდეს პროგრამა ყველა სტანდარტის დარღვევით?
🏛️ ბ) როგორ გაუმკლავდება ხარისხის ცენტრი ხუთასი პროგრამის აკრედიტაციას? როდის გაუმკლავდება, 5 წელიწადში? ანუ სრულიად უხარისხო პროგრამებზე ისწავლიან მომავალ წელს პირველკურსელები?
📍 გ) უნივერსიტეტებს მოუწევთ ერთდროულად ორგვარი პროგრამის განხორციელება – 4 წლიანის და 3 წლიანის. რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსი ეყოფა ამ დომხალს?
3️⃣ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გარდა გამონაკლისისა, აეკრძალებათ უცხოელი სტუდენტების მიღება.
📚 ა) იცით, რა რესურსი ჩადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამედიცინო უნივერსიტეტმა სამედიცინო ლაბორატორიების, აუდიტორიების, საგამოცდო ცენტრების და პროგრამების განვითარებაში, რომ უცხოელი სტუდენტები მიეღოთ? იცით, რომ ამ ყველაფრით ქართველი სტუდენტებიც სარგებლობენ და შესაბამისად აიწია სწავლების ხარისხმა?
📊 ბ) საქსტატის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებს ახლა ჰყავთ 7200 უცხოელი სტუდენტი. აქედან მიახლოებითი შემოსავალია 97 მილიონი ლარი წელიწადში. სახელმწიფო ამბობს, უნივერსიტეტები უნდა განვავითაროო და 97 მილიონი ლარის შემოსავალს ართმევს – როგორ ფიქრობთ, განვითარება უნდა? სინამდვილეში, მიზანია, რომ ქოცნებასთან დაახლოებულ კერძო უნივერსიტეტებში გადავიდეს ეს 97 მილიონი ლარი. სახელმწიფო უნივერსიტეტებს სულ ჰყავთ 100000 ქართველი სტუდენტი, აქედან შემოსავალია 225 მილიონი ლარი. ესე იგი, 30%-ით უმცირებს შემოსავალს სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეს აკრძალვა. ესაა განვითარება?
4️⃣ როგორც კი უნივერსიტეტები ასე დაიჩეხება, ბევრ ევროპულ აკრედიტაციას და წევრობას დაემშვიდობება ქვეყანა. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ეწყობა, განახევრდება. არააკრედიტებული პროგრამების განხორციელება (აკრედიტაცია უბრალოდ ვერ მოესწრება ამ დროში) დიპლომების აღიარებას საგრძნობლად გაართულებს. კარგად იფიქრეთ სტუდენტებმა, რა გელით.
5️⃣ რექტორი, რომელმაც არ იცის, მის უნივერსიტეტს რა მოუვა 5 თვეში – რომელ პროგრამებს დაკარგავს, რომელ ცენტრებს, რომელ ლაბორატორიებს – და ახლა ხმას არ იღებს, არის გასაცოდავებული და დაბეჩავებული ადამიანი. რექტორი, რომელიც ასეთ დამანგრეველ ჩარევაზე ხმას არ იღებს, აბუჩად იგდებს საკუთარ სტუდენტებსაც, პროფესორებსაც და ადმინისტრაციულ პერსონალსაც. საბჭოთა კავშირში არ მომხდარა უნივერსიტეტების ასეთი ხელყოფა.
6️⃣ და ბოლოს – რა მოუვა სოხუმის უნივერსიტეტს? როგორ ჩაჯდება ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის კონცეფციაში?
ზოგადად, უნივერსიტეტების დამორჩილება დიქტატურის დამყარების ბოლო წერტილია. ამისთვის მაინც უნდა ვიბრძოლოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved