• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს – ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება, იქით არის სიბნელე და ბოროტება რომელიც უნდა დავამარცხოთ და დავამარცხებთ კიდევაც!

ალია ავტორი - ალია
10:33 11-07-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა “მეორე საქართველო”, რომლის მკვიდრებსაც, სააკაშვილი “მუქთახორებს, ბირჟავიკებს, ბოღმიანებს, მშიშრებს,“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთან “პირველი კატეგორიის” ქართველების შერიგება ვერ მოხდება, რადგან, ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

სააკაშვილის განმარტებით, ახლა სახეზეა ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი, მისი გამარჯვების შემდეგ კი, “დეგრუზინიზაციის პროცესი” დაიწყება.

„გავუსწოროთ სიმართლეს თვალი

არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, პირველი – ის ადამიანები რომელთაც უყვართ ქვეყანა, ეზიზღებათ რუსეთი, უნდათ ევროპაში, სურთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ემხრობიან დემოკრატიას, თავისუფალ არჩევნებს. აქვთ ღირსების და სიამაყის განცდა. ეს ქართველები არიან მშრომელები, განათლებულები, ბრძოლისუნარიანები.

აქეთ არიან ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ტატუნაშვილი, კახა ბენდუქიძე, ქუჩებში გამოსული თვალებანთებული უშიშარი ახალგაზრდები, ციხეში თავაწეულად მიმავალი აზა ჩილაჩავა.

ივანიშვილმა კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა მეორე საქართველო. ამ საქართველოს მკვიდრები არიან მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები, ბოღმიანები, მშიშრები, ხარბები და კორუმპირებულები, მათ ახასიათებთ მონური დამოკიდებულება მამა მარჩენლისადმი და რუსეთისადმი. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება და მზად არიან ჩაბარდნენ პირველივე დამპყრობელს.

გრუზინებისთვის ტრადიცია ნიშნავს “ქართულ ჯიგრულ პონტს”, ისინი საზრდოობენ ზიზღით და იკვებებიან “იმედის სიუჟეტებით”, მათ არ გააჩნიათ არანაირი ისტორიული მეხსიერება და ბრმად იღებენ იმას, თუ კონკრეტულ დღეს რას მიაწვდის რუსულ-ქოცური პროპაგანდა.

ამათ არ გააჩნიათ ემპათიის რაიმე განცდა და სრულიად დაუნდობელი არიან თანამოქალაქეების მიმართ.

ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს – ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი.

კარგი ამბავი ისაა რომ პირველი კატეგორიის ქართველები ბევრად მეტი ვართ, ცუდი ისაა, რომ ჯერჯერობით გრუზინნულ მონებს ბევრად მეტი ფული აქვთ, ძალა გააჩნიათ და მათ უკან დგას რუსეთი.

ამიტომ ქართველებს გვმართებს ძალის მოკრება, კიდევ მეტი გამბედაობა და გრუზინების უღლის მოშორება.

გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი რათა აღარასდროს დავუშვათ მათი აღზევება.

ის რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ეჭვიც არ მეპარება. საქმე იმაშია რომ ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორეს მხრივ სრული ბარბაროსები. აქეთ მხარეს ვართ ევროპა იქით რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით სრული ჩამორჩენილობა, აქეთ არის აზროვნება და იქით ერთი აზრი და ბოლოს აქეთ ვართ სიკეთე და იქით ბოროტება.

ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხვრა მოხვრით. თვალების გამოხატულებით განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად – აქეთ მშრომელი ხალხია, იქით კლასიკური პარაზიტები, აქეთ ჰუმანიზმია იქით სადიზმი, აქეთ სილაღეა იქით დაკომპლექსებულობა.

ასე რომ მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი, ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება.

სინამდვილეში ერთადერთი რაც გვაერთიანებს გრუზინებთან არის ალბათ ის, რომ მოგვწონს ერთნაირი კერძები და საქართველოს ბუნება და ამის გარდა არც არაფერი გვაერთიანებს!

იქით არის სიბნელე და ბოროტება რომელიც უნდა დავამარცხოთ და დავამარცხებთ კიდევაც!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved