რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი და დაუსჯელი დამნაშავეები – თამაზ გინტურის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. ვინ იყვნენ ე.წ. სამხედროები, ვინც არარსებულ საზღვართან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი პირდაპირ ეკლესიასთან ჩაცხრილეს, ისევ გაურკვეველია. მკვლელობის ფაქტზე უკვე ორი წელია გამოძიება მიდის, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა.
ოჯახი მკვლელების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას ამ ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური გასული წლის 6 ნოემბერს მოკლეს. ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.














კომენტარები