• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უნდა ვაღიაროთ, რომ “ოცნებას” არ უდგას საუკეთესო დრო“ – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
17:05 11-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,094

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

„რა საერთო აქვს ბურჯ- ხალიფას, ბოლტს, იანდექს და გლოვოს?
ახლავე მოგახსენებთ.
სულ 2 წუთი დამჭირდება.
უნდა ვაღიაროთ, რომ “ოცნებას” არ უდგას საუკეთესო დრო. ყველა მხრიდან პრესი, განქოცებულთა აგრესიული მარში, რაც არანაკლებად დამაზიანებელია ვიდრე წლობით, მყარად ჩაბეტონებული ნაცთა მოდგმა.
ვინ უფრო ამუნათებს და ძირს უთხრის “ოცნებას”? -საკითხავი აი ეს არის.
ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ “თეთრზე შავიას” ეპოქაში.
ევროპელ “ქომაგთა” გუშინდელი დასკვნაც ამის დასტურია.
“ქუდი რატომ არ გახურავს” პრინციპით ევროპელ და ამერიკელ დაუძინებელ “მეგობრებს” დიდი ცული უჭირავთ და ცდილობენ სრულად გაკაფონ ქართული პოლიტიკური ველი.
მერე?
მერე გავიხსენოთ ფონ დერ ლაიანის გუშინდელი სიტყვები:
” ამ ზამთარს უკრაინა მარტო არ იქნება”.
მე სტუდენტობაში მასწავლეს სტროფებს შორის კითხვა და აი რა იკვეთება:
” ქართველები წნეხს ვერ გაუძლებენ და თავისით შევარდებიან ფრონტის ხაზზე”.
მოკლედ სიტუაცია არა სახარბიელოა.
იქით ომის პერსპექტივა, აქეთ აბუნტებული “შენიანები” არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
სამწუხარო კი ის არის, რომ ჩემი მეგობრები “ოცნებიდან” ჯიუტად უარყოფენ ჯადოსნურ სიტყვას
” პ რ ე ვ ე ნ ც ი ა”.
ჩასაფრებულებისთვის, მტრებისთვის, უბრალოდ ადვილად ამყოლი ადამიანებისთვის, ყოველთვის უპრიანია თემის დეტალურად “დაღეჭვა”.
-რატომ? იკითხავენ ჩემი მეგობრები “ოცნებიდან”, ხომ კარგი საქმე კეთდება, აგერ “ბურჯ ხალიფას” სიდიადით რომ ტკბებიან და ტრაბახით სელფაობენ, მთლა მისი ავტორი ჩამოდის საქართველოს დასამშვენებლად.
გიპასუხებთ.
– ქართველებს ახასიათებთ ეჭვი, ჭირვეულობა და “ფეხის ხმის” აყოლიება, ასევე “არამკითხე მეამბეობა” ,”წუწუნი კარგად მაქვს დაცდილი-ობა”, ” ურწმუნო თომაობა”, “სხვისი მამიდობა” და ” კიდევ მრავალი “ობა”, თუ “ეობა”…
ძალიან მარტივად გვარდება პრობლემა პრევენციული ქმედების დროს.
არსებობს ნაცადი მეთოდი, ინფოტურის მსგავსი, სადაც მოსახლეობას აჩვენებთ მაკეტებს, ახდენთ ვიზუალიზაციას და ყველა საინფორმაციოში 5 წუთს უთმობთ საუკუნის პროექტის ვიზუალიზაციას და სარგებელის დემონსტრირებას.
ახდენთ დადებითი მხარეების წარმოჩინებას და მუარული ეჭვების გაბათილებას.
ძალიან შტერებს და მეამიტებს კი უხსნით “მესამე თვალს”, რადგან ორით ვერ ხედავენ.
ყველაფერი მარტივია!
ახლა კარგად დავფიქრდეთ
ვინ არიან მილიონიანი შემოსავლების პატრონები საქართველოში და რომელ ქვეყანაში მიდის სარგებელი?
“ვოლტი” -ფინური ტეწნოლოგიური კომპანია. დაფუძნდა 2014 წელს ჰელსიკში.
მფლობელი Door Dash.
შესაბამისად ,როდესაც თქვენ უკვეთავთ ბურგერს, თანხა თითქმის სრულად ფინეთში მიედინება.
ანალოგიურად ესპანური კომპანია “გლოვო”.
აქ ჩვენ სამხრეთ ევროპას ვამდიდრებთ. ოსკარ პიერის და საჩა მიჩუადის კომპანია,
რომელიც 2015 წელს ესპანეთში, როგორც სტარტაპმა დაიწყო კარიერა და დღეს 8000 თანამშრომელი ყავს.
ბოლტი – ესტონური კომპანია. ( რასაც ჩვენ ესტონელები შეურაცხყოფას გვაყენებენ)
მარკუს ვილიგი 2013 წელს შემოიჭრა ბაზარზე და ჩვენც ფართოდ გავუღეთ კარი.
გავაგრძელო?
კიბატონო.
იანდექსი –
არკადი ვოლოჟის და ილია სეგალოვიჩის კომპანია,რომელიც 2000 წელს რუსეთში დაარსდა.
მაკდონალდსი – რაიმონდ ალბერტ კროკი .ჩიკაგო (აშშ)
ზარა, ბერშკა -ამანსიო ორტეგა(ესპანეთი)
და ა.შ.
ახლა აღარ ჩამოვყვები თითო კოსმეტიკური, პლასტიკური,სტომატოლოგიური, გამაჯანსაღებელი ფიტნესის და ბიო დანამატების თანხები სად მიდის.
ხო, არ დაგვავიწყდეთ,რომ თბილისის და ბათუმის აეროპორტები, მიხეილ სააკაშვილის “დიდი გულის” გამოისობით, ჯერ კიდევ თურქების მფლობელობაშია.
არც უმაღლეს სასწავლებლებს ჩავუღრმავდები, მათი დამფუძნებლებიც გაგაოცებთ.
ეგზომ მოწონებული სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანიების უკანაც თურქი მეპატრონეები დგანან.
ხოდა ახლა გააღეთ პირი და თქვით “ააააააა”.
რატომ არ შექმენით ანალოგიური ქართული კომპანიები???
ვინ დაგიშალათ?
მოკლედ და კონკრერულად,
მეტი კომუნიკაცია და გამჭვირვალეობა გვმართებს, ხოლო რაც შეეხება მძიმე ფონს ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს ეკითხება ხვალ რა იქნება და გადასახადები როგორ გადავიხადოთ ( აქაც არნახული გაურკვევლობა მოყვა იმას,რაც ისედაც არსებობდა, უბრალოდ ბევრი გვერდს უვლიდა. პრევენციულად უნდა “დაგვეღეჭა”!!!!)
იქნებ ვაჩუქოთ მოსახლეობას რეალურად ხელშესახები საჩუქარი,მაგალითად გავიზიაროთ პოლონეთის პრეზიდენტის წინადადება,სადაც მეორე ბავშვზე ოჯახს ეხსნება გადასახადები.
დავიწყოთ დემოგრაფიაზე ზრუნვა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა ოჯახებს, გადავხედოთ კაბალურ გადასახადებს და მერწმუნეთ ახლა უკვე “ბურჯ-გურჯ” ხალიფა მხოლოდ ერთობის და სიყავრულის სიმბოლო გახდება.
P.S.მე არც თანამდებობის პირი ვარ და არც თმენის ვალდებულება მაქვს. უბრალოდ,როგორც PR ტექნოლოგი ჩემს აზრს გამოვხატავ და არ მინდა აქ პოლემიკა.ყველამ თავის კედელს მიხედოს.“
თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved