• რეკლამა
  • კონტაქტი
15:09, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ნოემბრიდან ამოქმედდა

ალია ავტორი - ალია
10:50 11-02-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ

საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც მიხელ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

კანონის თანახმად, 2 პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს. თუმცა, შესაბამისის დადგენილებით უკვე შეიქმნა იმ ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი.

დადგენილების მიხედვით ასეთი საქმიანობებია:

სივრცითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო (მაგ: არქიტექტორი, ურბანისტი, კონსტრუქტორი, ტექნიკური ზედამხედველი, საგზაო ინჟინერი, ექსპერტ-ლაბორანტი და ა.შ);
საავიაციო სფერო (მაგ: მფრინავი ინსტრუქტორი, ავიაციის ინჟინერი , ავიაციის ტექნიკოსი და ა.შ);
გარემოს დაცვის სფერო (მაგ: ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, ჰიდრობიოლოგი, აკვაკულტურის სპეციალისტი, ნიადაგმცოდნეობის სპეციალისტი, აგრონომ-ბოტანიკოსი ექსპერტი, გარემოსმცოდნე, ეკოლოგი, გარემოსდაცვითი ბიოლოგი);
ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო (მაგ: გეოლოგი/ჰიდროგეოლოგი/ინჟინერ-გეოლოგი/გეომორფოლოგი, ატმოსფერული მეცნიერებების სპეციალისტი, ქიმიკოსი, მეტეოროლოგი, გლაციოლოგი, საინჟინრო ჰიდროლოგი, კლიმატოლოგი და ა.შ.);
მთარგმნელობითი საქმიანობა; ჟესტური ენის სპეციალისტი;
სამართლის სფერო;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ა.შ.

ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით

N306 მარშრუტზე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით.

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. შესაბამისად, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაადგილდებიან.

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ზამთრის განრიგზე გადადის

თბილისის მერიის ინფორმაციით, იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები.

კერძოდ, პირველი ნოემბრიდან საბაგირო გზა მუშაობას, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათზე დაასრულებს. უცვლელი დარჩება დილის დრო – 10:00 საათი.

განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა იწყება

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 3 ნოემბრიდან განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა არის დაგეგმილია.

შეგახსენებთ, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა 6 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო. ამასთანავე, ოქტომბრიდან გაიცემა განახლებული დიზაინის მქონე შემდეგი დოკუმენტებიც:

დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;დიპლომატიური პასპორტი;სამსახურებრივი პასპორტი;ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved