• რეკლამა
  • კონტაქტი
11:39, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება” – ზურა ჯაფარიძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
12:14 10-31-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას ეხმაურება.

მისი თქმით, მოულოდნელი და ექსტრაორდინალური არაფერი ხდება, “დიდი ხანია ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ”.

ასევე, დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი წერილში წერს, რომ ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია და “ქუჩა არის ერთადერთი ბრძოლის ხაზი, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის ამ რეჟიმს”.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

რამდენიმე კომენტარი პარტიების აკრძალვაზე:

1. “ვნახოთ, რა იქნება საკონსტიტუციოში” არის სისულელე.

ამას ვინც ამბობთ, გამოდის, რომ უშვებთ საკონსტიტუციომ რუსების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ ვერ აცნობიერებთ ჯერ კიდევ სად ვცხოვრობთ, რა რეალობაში.

აქვე ბარემ, რადგან საკონსტიტუციოზეა საუბარი, ლელოს სარჩელი და სამართლებრივი გზების ცდა და ამ მხრივ ყველა რესურსის ამოწურვა – სწორია, მაგრამ ეს არის ტექნიკური ამბავი და ამის წარმოჩენა ისე, თითქოს ახლა მანდ გადის ბრძოლის მთავარი ხაზი, არის ტყუილი. აღარ არის ასეთების დრო.

2. “ვერ გაბედეს ინდივიდუალურად აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა, რადგან კონსტიტუსცია არ იძლევა ამის შესაძლებლობას” ასევე არის სისულელე.

თუ კიდევ გჯერათ, რომ ამათ აღელვებთ რა წერია კონსტიტუციაში, ან რას იტყვის ვენეციის კომისია ან სტრასბურგი, ე.ი ვერ ხვდებით სად ხართ უკვე.

ამ გზით არ წავიდნენ იმის გამო, რომ დაიტოვეს უფრო დისკრეცია და ეს გასაგებად ახსნა სულ რომ აწყვეტილი აქვს ღილი იმ ზებრამ.

3. ჩვენი კოალიციის აკრძალვაზე – სინამდვილეში აკრძალეს ჩვენი ერთობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ზუსტად რისი ეშინიათ რუსებს – ძალების კონსოლიდაციის.

2024-ში დროას რომ ჰქონდა ნომერი 1, ჩენი კოალიცია დიდი ალბათოით დროას ბაზაზე გაკეთდებოდა.

ამიტომ მნიშვნელოვანი არ არის აკრძალული კოალიციის სახელწოდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა აკრძალეს. რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გავერთიანდეთ აწი ჩვენ, იმ პარტიასაც აკრძალავენ.

Btw, ერთადერთი წინასაარჩევნო კოალიცია ვართ, რომელიც არ დავშლილვართ.

4. რუსებმა გვითხრეს 2 რამე:

თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას – ავკრძალავთ;
თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებს – ავკრძალავთ.
თუ დავწურავთ, ეს ორი იყო მთავარი მესიჯი.

ანუ ეშინიათ:

ძალების კონსოლიდაციის და
კონსოლიდირებულად შიდა ლეგიტიმაციის ვერ მიღების. დაახლოებით იმის, რაც ახლა სჭირთ.
ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვესმოდეს, რა არის გასაკეთებელი.

5. ზედა ორი გზავნილით კრემლმა ასევე განსაზღვრა, რა შემთხვევაში დატოვებს პოლიტიკურ ძალას ლეგალურ თამაშში:

ისე უნდა მიიღო ცირკში მონაწილეობა, რომ საფრთხე არ შეუქმნა რუსულ ხელისუფლებას;
არ უნდა თქვა, რომ ცირკია.
თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, გექნება 10,000 ლარიანი ხელფასი, კაბინეტი, მივლინებები, მანქანა, პარტიული დაფინანსება და შენს ოჯახის წევრს რამდენიმე ტენდერსაც გადმოუგდებენ.

ანუ უნდა იყო რუსების ჩმორი. &ლე.

ყველა ასეთი გამოჩნდება. არაფერი დაიმალება.

6. “დაკავშირებული პირების” ხსენება ნიშნავს, რომ სულ რომ პოლიტიკასთან არ ჩაუვლია ისეთმა ხალხმაც რომ შექმნან ახალი პარტია, ამ პარტიის სიაში თუ იპოვეს თუნდაც 1 ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რომელიმე ანტისამთავრობო აქციაში, ამ პარტიასაც აკრძალავენ (თუ საფრთხე დაინახეს). აი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ისმის კაი ხანია ჩემი აზრით სასაცილო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პარტიაა საჭირო. კრემლის გათვლაც ამაზეა, რომ ახლა ვიღაცეებმა დაიწყონ ახალი პარტიების კეთება, იმის იმედად, რომ ძლიერი მოთამაშეები აკრძალეს, მერე მათ ხარჯზე ლეგიტიმაციის მიღება და მერე, თუ ვინმე მართლა მოძლიერდა (რისი შანსიც მიზერულია), იმათი აკრძალვაც. დროს მოიგებენ ასე. ჩვენ დროს დავკარგავთ.

და ბოლოს – არაფერი მოულოდნელი და ექსტრაორდინალური არ ხდება. დიდი ხანია ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ.

ქუჩა არის ერთადერთი ბრძოლის ხაზი, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის ამ რეჟიმს.

ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.

რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!

ტრაკში გაიკეთონ ყველა სკამი! გორგოლაჭებიანით დაიწყონ…” – წერია წერილში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

10:31 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved