• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუშკინის პოემა, მებადურისა და ოქროს თევზის შესახებ, რუსეთის მომავლის ალეგორიაა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:50 10-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
583
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რუსეთის უკიდურესად არარეალისტურმა და შეუსრულებელმა მოთხოვნებმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ამ ეტაპზე ჩაშალა, ხოლო წუხელ კი სანქციები დაედო როსნეფტსა და ლუკოილს – უმთავრეს ნავთობმწარმოებლებს რუსეთში. ეს ყველაფერი კი რუბიოსა და ლავროვის საუბრის შემდეგ მოხდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი (ორი ფუნდამენტური თანამდებობა ერთად უკავია) მარკო რუბიო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის საგარეო პოლიტიკა, ხოლო რუსეთის შეკავების მნიშვნელობაზე თავისი პოლიტიკური კარიერი ადრეული წლებიდანვე საუბრობს. ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის შეიარაღებისა და ევროპის მილიტარიზაციის იდეით სწრაფად გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მარკო რუბიო ტრამპისაგან დამოუკიდებელი ფიგურა არაა და საბოლოო სიტყვა პრეზიდენტზე მოდის, რომელიც განწყობებს ძალიან მალე იცვლის და პერსონალური და ბიზნეს ფოკუსიდან უყურებს საგარეო სფეროს, მაინც, ნათელია, რომ სახელმწიფო მდივანს გავლენა აქვს ტრამპის გადაწყვეტილებაზე, თორემ შერსაძლოა უკვე დიდი ხანი ჩახსნილი ყოფილიყო ტრამპი უკრაინის თემას.
რუბიოსა და ლავროვს შორის საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ რუსეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ უკრაინისაგან ტერიტორიების დაცლას, ანექსირების ლეგიტიმაციას, დემილიტარიზაციას, ნეიტრალიტეტს, რუსული ენის დაბრუნებასა და არჩევნებს ითხოვს უკრაინაში. კაპიტულაციას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. ეს კი არამხოლოდ არარეალისტურია, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის იმ იდეასთან, რომ მას შეუძლია სწრაფი მშვიდობისმყოფელი, კარგი დიპლომატი და გეოპოლიტიკური გიგანტი იყოს. სწორედ ტრამპის მსგავსი პოლიტიკოსი ჩანიშნავდა შეხვედრას ომის დამნაშავე პუტინთან და მხოლოდ მისი მსგავსი ფიგურა გააუქმებდა ამ შეხვედრას. ტრამპს ძალიან არ უყვარს როდესაც მის თავმოყვარეობას ეხებიან და პირიქით, ძალიან უყვარს როდესაც აქებენ და მის თამაშს თამაშობენ. კრემლმა ბევრჯერ ითამაშა პუტინის ქების კარტი, მაგრამ ახლა ვერ გაჭრა ამან. რამდენი ხანი შეინარჩუნებს ტრამპი რუსეთისადმი ხისტ პოზიციებს ვნახოთ, მაგრამ ამ ეტაპზე მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილებები ძალიან სწორი გამოდგა.
რაც შეეხება რუსეთს. არ ვიცი წაგიკითხავთ თუ არა პუშკინის პოემა მებადურისა და ოქროს თევზის შესახებ, მაგრამ იქ კარგად ჩანს თუ როგორ უსრულებს ყველაფერს ოქროს თევზი მებადურსა და მის ცოლს, მანამ სანამ ბრიყვული თავდაჯერებითა და სიხარბით ისეთ მოთხოვნებს არ დააყენებენ, რომ ოქროს თევზი გაეცლება მათ და ეს შემთხვევით გაძლიერებული ოჯახი ისევ მიწურში არ აღმოჩნდება საცხოვრებლად. სულ მგონია რომ ეგ პოემა რუსეთის მომავლის ალეგორიაა, რომელსაც ყველაზე მეტი ტერიტორია, უამრავი რესურსი და დამყოლი საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშეები ერგო, მაგრამ მაინც ისე გათავხედდა რომ სულ სხვისი უნდა ყველაფერი და არც მიღებულს არ სჯერდება. ჰოდა ალბათ საბოლოოდ მებადურის ბედი უნდა გაიზიაროს მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved