• რეკლამა
  • კონტაქტი
01:03, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბუნებრივი ლოგიკა” – კაი ნამეტანი, ასე 6 თვის მერე გადავამოწმოთო – უპასუხა ტრამპმა და ჩაიცინა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:38 10-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,502

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული:

ბუნებრივი ლოგიკა
———————
პუტინმა თქვაო: – ამერიკული სანქციები ვერას დაგვაკლებსო -, მოახსენეს ტრამპს. -კაი ნამეტანი, ასე 6 თვის მერე გადავამოწმოთო – უპასუხა ტრამპმა და ჩაიცინა.
თუ გავითვალისწინებთ მედვედევის დღევანდელ ისტერიკებს, სანქციები აშკარად მტკივნეულია. რუსეთი აცნობიერებს, რომ მსოფლიო პრაქტიკულად წყვეტს მათზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას. ადრე ასე არ იყო. მსოფლიოს ეშინოდა, რომ რუსული ნავთობის წილის ამოვარდნა შეუვსებელი დანაკლისი იქნებოდა, რაც კატასტროფულად გაზრდიდა ფასებს. ამიტომ იყო ბაიდენის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრი ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ყელში რომ ეცნენ უკრაინელებს და რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების დაბომბვა ოფიციალურად აუკრძალეს.
ტრამპს ეს პრობლემა არ აწუხებს, რადგან ნავთობის მსოფლიო ონკანთან დამსხდარ არაბ შეიხებს ისე მოაშვებინებს და დააკეტინებს ონკანს, როგორც მას აწყობს. ასეც მოხდა. ოპეკ-ის ქვეყნებმა “ონკანი გახსნეს” და რუსული დეფიციტის ამოვსება დაიწყეს.
პარალელურად, ამერიკული ფლოტი ვენესუელის ნაპირებთან დალივლივებს და შეიხებს ირიბ მესიჯს აწვდის: – მარტო თქვენს იმედზე არ ვარ და თუ საჭირო გახდება, ვენესუელაში შევალ და იქაური საბადოების ათვისებას დავიწყებო-.
ბაიდენის ადმინისტრაციას ამის გაკეთება არ შეეძლო. დემოკრატებს არ სურდათ არადემოკრატ შეიხებთან თბილი ურთიერთობა და ბაიდენი ვერც კრებითი ოკასიო-კორტესების კონგრესის თანხმობის გარეშე დაემუქრებოდა მადუროს. ტრამპს ეს შეუძლია.
კარგია თუ ცუდი ეს? თავად განსაჯეთ.
არ არის ადვილად საპასუხო კითხვა. დემოკრატიული ევროპა და ამერიკა უპრობლემოდ აპარპაშებდა რუსეთს და არ თაკილობდა მისი ნავთობის გამოყენებას, სამაგიეროდ, თითს უქნევდა უკრაინას, ნამეტანი მაგრად არ დაიცვა თავიო. არადემოკრატი ტრამპი კი რუსეთს ყველაზე გამანადგურებელ დარტყმას აყენებს არადემოკრატიული ხერხებით, ჩაძმაკაცებულია შეიხებთან და ომით ემუქრება ვენესუელას.
ანუ, ვერც დემოკრატიაა მთლად მორალური და არც არადემოკრატიაა მთლად ამორალური, ხომ? ამრიგად, ვიჭედებით კატეგორიებში.
რა გადაწყვეტა აქვს ამ პრობლემას?
ერთადერთი და ამას ინგლისურად ჰქვია :
common sense, რომლის ზუსტი ქართული შესატყვისი ბუნებრივი ლოგიკაა.
ბუნებრივი ლოგიკა რომ ყველაზე ლოგიკურად მოეჩვენათ ამერიკელებს, ამიტომ ჩათვალეს ყველა სხვა კატეგორიაზე აღმატებულად და ამიტომ აირჩიეს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი.
საქართველოში ბუნებრივი ლოგიკა მაინცდამაინც არ უყვართ; სხვადასხვა კატეგორიებით აზროვნება ურჩევნიათ; განსაკუთრებით ისეთებით, რომლებიც დროის გარკვეულ მომენტში და სიტუაციაში მათთვის ყველაზე ხელსაყრელია. შედეგიც ლოგიკურია.
საქართველოს მთავარმმართებელმა შექმნა დაახლოებით 20-30 ათასიანი კუნთმაგარი და ინტელექტით დაუმძიმებელი მებრძოლი მასა, რომელსაც კარგად აჭმევს, აცმევს, ბინებს უშენებს, პრემიებს აძლევს. ამ მასამ იცის, რომ ნორმალურ ქვეყანაში არასოდეს ექნება მსგავსი სოციალური და ეკონომიკური სტატუსი, ამიტომ დაუნდობლად, შეუზღუდავი სისასტიკით იცავს სტატუს კვოს.
ამ “მებრძოლ მასას” ემსახურება და აჭმევს მეტნაკლებად აწყობილი სახელმწიფო სისტემა თავისი წვრილფეხა ჩინოვნიკებით, რომლებსაც ფხიზლად და დაუნდობლად მწყემსავს მდიდარი ფეოდალების კასტა.
აი ამ საათივით აწყობილ სისტემას უპირისპირდება სოციალური სპექტრი, რომელიც ფიქრობს, რომ არსებობს რაიმე სახის ინტელექტუალური კატეგორიის პლატფორმა, რომელზეც ისინი “მებრძოლ მასასთან” და მასის მომსახურე პერსონალთან ერთად შედგებიან და ერთად გააბრწყინებენ საქართველოს. და ამ გულუბრყვილო აბსურდის ხერხემალია ერთი თეზა: – ჩვენ ხომ ყველანი ქართველები ვართ -.
ბუნებრივი ლოგიკის მიმდევრებმა კარგად იციან, რომ კლასობრივი ერთიანობა ყველა ეროვნულ ერთიანობაზე მაღლა დგას; თანაც, რაც უფრო პრიმიტიულია კლასი, მით უფრო უკეთაა შეკრულ-შედუღაბებული.
იცოდა ეს მარქსმა და ენგელსმა და იმიტომ მოუწოდა პროლეტარებს და გლეხებს გაერთიანებისაკენ და არა ინჟინრებს, მეცნიერებს ან ფერმერებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved