• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, შაბათი, 23 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და აშშ ამას არ ეწინააღმდეგება

ალია ავტორი - ალია
10:43 10-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და აშშ ამას არ ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული მხარე თითქმის მზად არის. უსაფრთხოების გარანტიები უკვე არსებობს ქაღალდზე, იმის შესახებ თუ რისი შეთავაზება შეუძლია ევროპას. ჩვენ აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, რადგან რუსეთთან საუბარი მხოლოდ აშშ-ს შეუძლია და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან დიალოგი. ჩვენ ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „აშშ-ს ესკალაცია არ სურს და ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე შორ მანძილზე მოქმედი სისტემების შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ“.

„ვფიქრობ, რუსებს Tomahawk-ების ეშინიათ. ეს ძლიერი იარაღია და მათ იციან ჩვენ რა ტიპის სისტემები გვაქვს წარმოებაში. ჩვენ ძლიერი სისტემების კომბინაცია გვჭირდება, სწორედ ამიტომ ეშინიათ რუსებს, რადგან იციან რისი გაკეთება შეგვიძლია მათი გამოყენებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, აშშ-ის მიერ Tomahawk-ების გადაცემასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი თუ პესიმისტურად, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „რეალისტურად“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი

14:18 05-22-2026
“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
ახალი ამბები

“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

12:30 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved