“მთავარის” ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის პირადი დაცვა, ამბობს:
“არ არის დაჭერილი, თბილისში არის… ირაკლი არის თბილისში… საკუთარ სახლშია… ბატონი ირაკლი დაცულია, ძალიან კარგად არის… არ არის ეს თქვენი საქმე, ყველაფერს გაიგებთ. გიპასუხებენ შესაბამის უწყებაში ყველაფერს”
პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის 22 სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა და ელექტრომოწყობილობები. მოგვიანებით, ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა თქვა, რომ სიძეს ვერ უკავშირდება. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა ღარიბაშვილი
კომენტარები