ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში, სამგზავრო ხელბარგში, ქვეყნიდან გასატანად გამზადებული, 1 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.
“უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.”. – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები