შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დაჯარიმდა.
“გეკას” უწყება ფინელ მაღალჩინოსანს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება.
ეუთოს მოქმედი ხელმძღვანელი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე 2 დღის წინ იმყოფებოდა. ეს ესაუბრა აქტივისტებს და სოლიდარობა გამოუცხადა მათ.
როგორ აპირებს ამ თანხის ამოღებას შსს ელინა ვალტონენისგან, არ კონკრეტდება. ალბათ, ბატონი “გეკა”, ფინეთს მიმართავს, სახელფასო ბარათი დაუყადაღონ მინისტრს? ან, შესაძლოა, სპეცრაზმის გაგზავნას გეგმავს?
კომენტარები