აშშ-ის სენატმა უკვე მეცხრედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, შესაბამისად, ე.წ. შათდაუნი გრძელდება. მედიის ინფორმაციით, კანონპროექტმა, რომელიც მთავრობის დაფინანსებას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებდა, საჭირო 60 ხმიდან მხოლოდ 51 მიიღო, 44-მა სენატორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა პირველი ოქტომბრიდან შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა ფედერალური უწყებების დაფინანსების გეგმაზე ამერიკის პრეზიდენტისა და კანონმდებლების შეუთანხმებლობა.
ე.წ. შათდაუნის ფარგლებში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან 4 108 საჯარო მოხელე გაათავისუფლა.
კომენტარები