• რეკლამა
  • კონტაქტი
09:57, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჟურნალისტური გამოძიება “პრავფონდის” ფაილები: ვინ ფინანსდება რუსეთიდან? – “აი ფაქტი”

ალია ავტორი - ალია
17:40 10-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,949

OCCRP-სა და მის მოკავშირე მედიებს ხელში “პრავფონდის” ფაილები ჩაუვარდათ  – “აი, ფაქტის” ინფორმაციით, სწორედ ამ ფაილების მეშვეობით, რომლის გაშფვრაზე 6 თვეა მუშაობენ, დოკუმენტებში ოთხი ორგანიზაცია იპოვეს, რომლებსაც რუსეთისგან 800 000-მდე ევროს დაფინანსება აქვს მიღებული, საქართველოში თავისუფლად მუშაობენ და პრო-რუსულ განწყობებსაც აღვივებენ.

“აი, ფაქტის” ინფორმაციით, რუსეთის “პრავფონდის” ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოში ორგანიზაცია Fides et Spes-ია, რომელიც 63 წლის მარინე ბაბუნაშვილს ეკუთვნის.

მათივე ცნობით. 2013-2024 წლებში ორგანიზაციას “პრავფონდიდან” მინიმუმ 360,000 ევრო აქვს მიღებული.

ვინ არის მარინე ბაბუნაშვილი?

  • 63 წლის მარინე ბაბუნაშვილი პროფესიით იურისტია. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კურსკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სამართლის ლექტორად მუშაობდა.
  • მოგვიანებით, ასპირანტურა გააგრძელა რუსეთის პარლამენტთან არსებულ საკანონმდებლო ინსტიტუტში (ВНИИСЗ – Институт законодательства при Парламенте России), სადაც მისი სამეცნიერო კვლევის თემა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები იყო. 1990-ანი წლების დასაწყისში ბაბუნაშვილი საქართველოში დაბრუნდა. იგი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამართლის კათედრაზე მუშაობდა. 2000-იანი წლებიდან თანამემამულეებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს აწარმოებდა საზოგადოება „ნადეჟდას“ ქოლგის ქვეშ. სწორედ აქედან დაიწყო მისი საქმიანობა რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.
  • მოგვიანებით ბაბუნაშვილი ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმდა. 2004 წელს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა და ლიცენზია მიიღო. 2008 წლის შემდეგ ის იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა რუსეთის საელჩოს (რომელიც ომის შემდეგ რუსეთის ინტერესთა სექციად გადაკეთდა, რადგან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა და საელჩო დაიხურა).
  • 2005-2013 წლებში ბაბუნაშვილმა საქართველოში ოთხი ორგანიზაცია დააფუძნა.

“პრავფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების მიმოხილვა

ბაბუნაშვილისა და “პრავფონდის” თანამშრომლობა ფონდის დაფუძნებიდან, დაახლოებით, ერთ წელში დაიწყო. ფონდი 2012 წლის იანვარში რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის დადგენილებით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად.

გამოჟონილ მასალებში კი უკვე გვხვდება 2013 წლის 17 იანვრით დათარიღებული მიმოწერა ბაბუნაშვილსა და ფონდის წარმომადგენელს შორის. ამ მეილებში ჩანს, რომ მარინეს ორგანიზაციას გრანტის მოთხოვნაზე განაცხადი უკვე ჰქონდა შეტანილი და 2013 წლიდან 2014 წლამდე მუშაობისთვის ფონდს 96 660 დოლარს სთხოვდა. ფონდმა პროექტის რამდენიმე ასპექტი დაიწუნა და ორგანიზაციას მათი შესწორება ურჩია. მაგალითად, წერდნენ, რომ პროექტში არ არის მკაფიო სურათი რუსულენოვანი დიასპორის რაოდენობაზე და მდგომარეობაზე საქართველოში; არ არის თანამემამულეთა უფლებების დარღვევის საკმარისი ფაქტები და ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ იცავდა მათ ცენტრი. წერდნენ ასეთ შენიშვნასაც, რომ ფონდის პრაქტიკის მიხედვით, 80% თანხა უნდა მიდიოდეს უშუალო საქმიანობაზე, ხოლო 20% ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რაც ამ პროექტში არ იყო გათვალისწინებული.

საბოლოოდ, ამ პროექტისთვის ფონდმა მას 50 000 დოლარი გამოუყო, ხელშეკრულებას ხელი ორივე მხრიდან ივნისში მოაწერა. პროექტის მიზანი იყო 12 თვის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები რუსებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა – როგორც კონსულტაციები, ისე სასამართლოსა და სხვა ინსტანციებში დახმარება. თუ “პრავფონდის” 2013-2014 წლების ანგარიშს დავუჯერებთ, გრანტის ფარგლებში, ბაბუნაშვილის ორგანიზაციამ 480 იურიდიული და 179 ფსიქოლოგიური კონსულტაცია გამართა. მათ შორის, ზოგიერთი საქმე ევროპის სასამართლომდეც მიიყვანეს.

ამავე საქმიანობისთვის ბაბუნაშვილის ორგანიზაციამ 2013-2024 წლებში “პრავფონდიდან”, სულ მცირე, 360 000 ევროს დაფინანსება მიიღო. გაჟონილი მასალები აჩვენებს, რომ ბაბუნაშვილის ორგანიზაციამ ამ 12 წელში, გრანტის ფარგლებში, 5 000-მდე იურიდიული მომსახურება ჩაატარა. ჩვენთვის ამ რიცხვის გადამოწმება შეუძლებელია და ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რომელსაც გამოჟონილ მასალაში ვხედავთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved