იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “მთავართან”, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე, ამბობს:
“გამოვხატავ ღრმა სოლიდარობასა და ურყევ მხარდაჭერას ბატონ გოგი ჩახუნაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. გოგი ჩახუნაშვილი, ისევე როგორც მთელი ჩახუნაშვილების ოჯახი, წარმოადგენს ქართული სამედიცინო საზოგადოების საყრდენს, რომელმაც თავისი თავდაუზოგავი შრომითა და ღვაწლით ქვეყანას გამორჩეული ექიმები და მეცნიერები აჩუქა. მისი დაკავება მიუღებელია და სამართლიანობის აღდგენის იმედი მაქვს. მოვუწოდებ ყველას, ვიმოქმედოთ გონივრულად, თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება და ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც საქართველოს მომავალს სარგებელს მოუტანს”
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს.
კომენტარები