• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხუთი დღე საკმარისი იყო ერთმანეთის დაჭმისთვის. გვიყურეს, დაგვცინეს, გაიხარეს და ეყოთ” – საბა ბრაჭველი

ალია ავტორი - ალია
19:43 10-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,300

იურისტი, საბა ბრაჭველი:

შეგახსენებთ, რომ ცხრა კი არა, თხუთმეტწლიანი (თან რამდენიმე) მუხლით მიმდინარეობს გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მათ ხელმძღვანელებს პროკურატურაში იბარებენ და სასამართლოში ატარებენ. მათი დაფინანსება აკრძალულია, ანგარიშები კი – დაყადაღებული, ან რაჟდენის მოლოდინში. ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ხალხი სადმე სხვაგან წავიდეს. თუ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2023-ში, თუნდაც სამართლებრივი დახმარება რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას შეეძლო, ახლა, გამოძიებების, ყადაღების და დევნის შედეგად, ოფისებისა და ხელფასების ფულიც აღარავის დარჩა.
უამრავი რეპრესიის მიუხედავად, ორგანიზაციების ნაწილი მუშაობას აგრძელებს. ყველაზე ხილული (და მაინც ჩუმი) შრომაც კი – სამართლებრივი დახმარება – თითებზე ჩამოსათვლელ ორგანიზაციებსა და რამდენიმე ათეულ იურისტზეა ჩამოკიდებული. ამათ აბარიათ ძველი და ახალი საქმეები, სისხლიც, ადმინისტრაციულიც, სამოქალაქოც, სტრასბურგიც, ყველგან. ზოგ ადვოკატს 50+ საქმე აქვს ერთდროულად. დღე-ღამის გასწორება უწევთ, რომ უსამართლობის წინაშე ვინმე მარტო არ დარჩეს, თუნდაც გადაწყვეტილება წინასწარ იყოს დაწერილი.
კიდევ ერთხელ – იმის პარალელურად, რომ მათ ნაწილს ათწლეულობით ციხით ემუქრებიან, ნაწილს ფინანსურად ახრჩობენ, ნაწილს კი არაფორმალურად დევნიან.
ასევე შეგახსენებთ, რომ ჯერ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაუწყიათ, მაგრამ ფინანსურად იმავე ჯოჯოხეთშია თავისუფალი მედია, განსაკუთრებით კი – ონლაინ მედიის ჟურნალისტები. ყოველდღიურად უწევთ უტიფარი პოლიტიკოსების ლანძღვის, ტიტუშკა მანდატურების წიხლებისა და ღირსების შემლახავი შევიწროების მოთმენა. უმტვრევენ ძლივს ნაშოვნ აპარატურას, ართმევენ ტელეფონებს, აგინებენ. მაგრამ ჟურნალისტები ითმენენ, რომ საზოგადოების ნაწილმა მაინც დაინახოს და გაიგოს, ქვეყანაში რა ხდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ ციხის, დაჭერის, ცემის, გინების და უკვე – ავტობუსის დაჯახების ყველაზე დიდი საფრთხე აქტივისტებს აქვთ. მგონი აღარავინ დარჩა, ვისაც იზოლატორში არ სძინებია, ვისთვისაც ბორკილები გაფითრებამდე არ მოუჭერიათ, ვითვისაც ათასი სიბინძურე არ მიუწერიათ. ამ ხალხს ცხოვრება აქვს. ამ ხალხს ოჯახები ჰყავთ. ამ ხალხს სამსახურები აქვთ. მაინც, როგორღაც ახერხებენ და სხდომებზეც დადიან, რუსთაველზეც დგანან, დაკავებულებსაც ეძებენ, ინიციალებით, და შვილებსაც ზრდიან.
ლექტორები, მასწავლებლები, სტუდენტები, ხელოვანები, მშრომელები არაადამიანური ცხოვრებით ცხოვრობენ, უსამართლობამ და განუკითხაობამ რომ არ გაიმარჯვოს.
რაკი ეს გრაფიკი ყოველდღიურობად გვექცა, ხანდახან ვეღარც ვამჩნევთ, რამდენი პროცესი მიმდინარეობს ირგვლივ. რამდენი ადამიანი შრომობს, რამდენნაირი ფორმით და ხილვადობით. გვემუქრებიან, გვამცირებენ, გულს გვიხეთქავენ განაჩენებით, მაგრამ ვაგრძელებთ.
ამ შრომაში ჩართული ყველა ადამიანი ძვირფასია. ეს განგრძობადი და გამძლე შრომაა ამ ქვეყნის მუხტიც და მაჯისცემაც. თუ გავჩერდებით, შვებით ამოისუნთქვენ. მანამდე – ვერა. ამიტომ გვიბიძგებენ წავიდეთ, პროტესტს შევეშვათ, დიდი ძმა შევიყვაროთ.
ხუთი დღე საკმარისი იყო ამ შრომისგან გადახვევისა და ერთმანეთის დაჭმისთვის. გვიყურეს, დაგვცინეს, გაიხარეს (ადამიანების უბედურებაზე) და ეყოთ.
ჩვენი რესურსები ჩვენს საქმეს უნდა დავუბრუნოთ. ყველა ადამიანი ძვირფასია – იურისტიც, ჟურნალისტიც, აქტივისტიც, კომიკოსიც და ტაქსისტიც. ფოკუსი ერთი უნდა გვქონდეს ოღონდ – სიმსივნით დაავადებულებს, ოჯახის ერთადერთ მარჩენალებს, დევნილებს, სტუდენტებს, მედროშეებს როგორ იჭერენ, როცა მათ არავისთვის უსვრიათ, დაურტყამთ, ან უგინებიათ.
What if სცენარებზე მსჯელობას, წვრილმან კინკლაობას და ეროზიას ყველაფერი ჯობია ახლა. მით უმეტეს, რომ არ დასრულებულა ის საქმე, რაც ერთად დავიწყეთ და რასაც ბოლო წელიწადი შევალიეთ. ღრმად ამოვისუნთქოთ, ირგვლივ მიმოვიხედოთ, და ჩვენი შრომა გავაგრძელოთ.
ქვეყანაში სინდისის პატიმრები გვყავს და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved