• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საინფორმაციო ბუშტი”, პროპაგანდა და “შეფი” – რა ვერ გავაკეთეთ ჩვენ? – ნანა დიხამინჯია

ალია ავტორი - ალია
19:18 10-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
564

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელმა ჟურნალისტმა სეფტონ დელმერმა გაიაზრა, რომ რეალური ინფორმაციით, რომელიც BBC მედია ავრცელებდა გერმანელებში, შეუძლებელი იყო გერმანული პროპაგანდის დამარცხება, რადგან ნაცისტი მსმენელები მხოლოდ გერმანულ წყაროებს ენდობოდნენ.
ამ მოვლენას “ექო კამერა” ეწოდება (ან “საინფორმაციო ბუშტი”) – საინფორმაციო ან სოციალური სივრცე, სადაც ადამიანი მუდმივად იღებს მხოლოდ იმ მოსაზრებებსა და ფაქტებს, რომლებიც ემთხვევა მის უკვე არსებულ რწმენებს და აზრებს. ამის შედეგად, განსხვავებული ან საპირისპირო პოზიციები ნაკლებად სწვდება ადამიანს, ის მათ აიგნორებს ან უარყოფს და კიდევ უფრო უმყარდება თავდაპირველი შეხედულებები.
სწორედ ამ “ექო კამერების” არსებობის გამოა, რომ პროპაგანდის მსხვერპლზე ვერ იმოქმედებს ოპოზიციის მესიჯები ან ოპოზიციური მედია. ზუსტად ამას მიხვდა სეფტონ დელმერი – რომ BBC-ს ინფორმაცია აბსოლუტურად ვერ ცვლიდა გერმანელების წარმოდგენას ჰიტლერის მოქმედებების შესახებ. ეს აზრი მარტივად აღიწერება: “ტყუილს ყოველთვის ვერ დაამარცხებ მხოლოდ სიმართლით”. ეს კარგად იცის იმ ხალხმა, ვისაც საკუთარი მშობლები ვერ დაუხსნია ტვიმედის ტყუილების გავლენისგან.
ამიტომ სეფტონ დელმერმა შექმნა ყალბი გერმანული რადიოგადაცემა, სადაც მთავარი წამყვანი იყო “Der Chef” – გამოგონილი ნაცისტი ოფიცერი, რომელსაც ვითომ ჰქონდა შიდა ინფორმაცია და სურდა ნაცისტური პარტიის ნაკლოვანებების აღმოფხვრა. ის ყვებოდა სკანდალებზე, კორუფციაზე, გენერლების სიხარბეზე, ჯარისკაცების უგულებელყოფაზე ისე, თითქოს თავადაც ამ სისტემის წევრი იყო.
“შეფს” მილიონობით გერმანელი უსმენდა ფარულად – როგორც აკრძალულ რადიოს, რომელიც მათ წუხილებს ახმოვანებდა. გესტაპო გაშმაგებით ცდილობდა მის აღმოჩენას. გებელსიც კი აღიარებდა, რომ ეს გადაცემები არყევდა რიგითი გერმანელების რწმენას ნაცისტურ იდეოლოგიაში და ასუსტებდა მორალს.
“შეფი” არასდროს მოუწოდებდა რაიმესკენ, არ კითხულობდა მორალურ ლექციებს, არამედ საუბრობდა, როგორც რიგითი ნაცისტი, რომელსაც გული შესტკივა პარტიის ნაკლოვანებებზე. ის ყვებოდა მარტივ ამბებზე – როგორ ზღვარგადასულად ერთობოდნენ პარტიული ჩინოვნიკები ბერლინში, როცა ჯარისკაცები იყინებოდნენ წინა ხაზზე, როგორ იპარავდნენ პარტიის წევრები აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნილ იარაღს და სურსათს. მსმენელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათნაირი ნაცისტი პატრიოტი ბრაზობდა ყოველდღიურ კორუფციაზე. ზოგჯერ “შეფი” კითხულობდა გაბრაზებული და იმედგაცრუებული ოფიცრის წერილებს, რომელსაც ის ვითომ ფრონტიდან უგზავნიდა საყვარელს, რითაც უფრო აღვივებდა ბრაზს მსმენელებში პარტიის მიმართ.
ბოლოს, 700 გადაცემის შემდეგ, 1943 წლის ნოემბერში, დელმერმა ინსცენირება მოაწყო, ვითომ პირდაპირ ეთერში გესტაპო შეუვარდა და მოკლა “შეფი”. მეორე დღეს მსმენელები დარდობდნენ, რომ გესტაპომ დიდი გერმანელი პატრიოტი მოკლა.
დელმერმა სხვა მსგავსი გადაცემებიც გააკეთა, მაგრამ ეს ცალკე პოსტის თემაა.
ჩვენ მსგავსი ვერაფერი გავაკეთეთ, ფაქტია. მაგრამ აბა პირიქით დააკვირდით – თუ იპოვით ასეთ ადამიანებს ფეისბუქში, რომელთაც ქოცები სძულთ, გული შესტკივათ ოპოზიციურ მოძრაობაზე, მაგრამ მათი პოსტების კითხვისას უფრო და უფრო ნაკლებად ხედავთ წინააღმდეგობის აზრს და იმედგაცრუებაში ეფლობით.
პროპაგანდა მარტო გაუნათლებელ ადამიანებზე კი არ მუშაობს, ასევე წარმატებით მუშაობს ბაბლზეც, ოღონდ უფრო ფარული მეთოდებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved