• რეკლამა
  • კონტაქტი
23:07, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
11:22 10-07-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,433

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს ვირტუალური აქტივის მომსახურება არ განახორციელონ არარეგისტრირებულ სუბიექტთან, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის შექმნაზე. ეფექტური რეგულაციებისა და ზედამხედველობის მეშვეობით, იგი უზრუნველყოფს როგორც ახალი ტექნოლოგიების და მომსახურებების დანერგვას და განვითარებას, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რაც ქმნის ნდობას ფინანსური სექტორისადმი და აძლიერებს მომხმარებელთა ჩართულობას.

ბოლო პერიოდში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ახდენს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, შესაბამისი ნებართვის ან ავტორიზაციის გარეშე ახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.

როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინებით აქვთ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საბროკერო კომპანიებს.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი (მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება).

ასევე, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. შესაბამისად, პირმა, რომელიც აპირებს განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რეგისტრაცია.

საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიღებამ ისეთი სუბიექტისგან, რომელიც არ ფლობს ზემოაღნიშნულ რეგისტრაციას, შესაძლოა გამოიწვიოს მათი შეცდომაში შეყვანა და ფინანსური ზარალი. სებ-ი მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმოთ, მსგავსი პირის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები. ამასთან, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ვირტუალური აქტივის მომსახურებას ახორციელებენ ან შესაძლოა ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე. დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აღნიშნულ ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცავ ორგანოებს.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ ვრცელ ინფორმაციას, მათ შორის, რეგისტრირებული პროვაიდერების რეესტრსა და სამართლებრივ აქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved