• რეკლამა
  • კონტაქტი
23:21, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კასპში 12 წლის მოზარდი დაჭრეს

ალია ავტორი - ალია
18:01 10-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

სისხლიანი გარჩევა კასპში – სოფელ ფერმაში 12 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს. “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, მეექვსე კლასელს ხელზე დაზიანება თანატოლმა, ე.წ. სამართებლით მაიყენა.

ადგილობრივების თქმით, სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ამბავი სკოლის ადმინისტრაციამ დამალა და პოლიციას დანაშაული არ შეატყობინა.

ირკვევა ისიც, რომ დაზარალებული ბიჭის მშობლების ჩვენებით სამართალდამცველები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ, როცა ამ ამბის გასაშუქებლად TV პირველი მივიდა.

მოხდა ჩხუბიო, ანუ ბავშვმა ბავშვი დაჭრა დანით თუ ბრიტვასავით რაღაცაა. მაჩვენეს რითაა დაჭრილი. არ მინდა, რომ იგივე მოუვიდეს ჩემს ბავშვს. არც სასწრაფო გამოუძახით, არც არაფერი. არაფერი რეაგირება არ მოუხდენიათ, რაც იქ მოხდა. მიხედონ სკოლას, მანდატური არ არის, არაფერი არ არის. ყოველდღე ხდება ჩხუბები. მინდა, ვთხოვო მთავრობას, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მოვიდნენ, თავისი თვალით ნახონ, სად არის მანდატური, სად არის სკოლა, რა ხდება ამ სკოლაში, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია – ის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ეს ყველაფერი არ არის, სოფელ ფერმის სკოლის პედაგოგებს უყურადღებობაში, გულგრილობასა და ძალადობაშიც ადანაშაულებენ, მძიმე ისტორიას ყვება ერთ-ერთი მოსწავლეც:

გვაშინებს მასწავლებელი, ნაჭერს გვაძლევს გაწმინდეთ ფანჯრებიო, მაგიდებიო, ნაგავი აიღეთო და გადაყარეთო, თუ არ გაწმინდავ ყვირილით მემუქრება ცემით. ერთხელ ბეჭედი ეკეთა ხელზე და ჩამარტყა თავში, სახეშიც შემოურტყია”- აცხადებს დაზარალებული. 

“პირველებმა” მომხდარზე კითხვები სკოლის მასწავლებლებსაც დაუსვა, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ არაფერი მომხდარა და ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, რომ  მომხდარი “არ აინტერესებთ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved