• რეკლამა
  • კონტაქტი
16:12, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ისევ ქოცების იმედზე ვარ მე პირადად“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:36 10-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,363

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ხალხო, მეტისმეტად მჭმუნვარებაში ვართ ორი დღეა და ცოტა გავერთოთ რა. უსამართლობაა, რომ უყურადღებოდ ჩაიკარგა ამბავი იმის შესახებ, რა ჩლუნგია მამუკა მდინარაძე და რამხელა შარში გახვია ივანიშვილი, სანამ ის მონას მონაზე აგზავნის შტატებში, რომლებიც დაწანწალებენ და იხვეწებიან, რომ ივანიშვილი არ დაასანქცირონ და რამე აღიარებისმაგვარი მაინც მიაშავონ ქოცნებას.წინა კვირას მაღალყელიანი შავი წინდები ხომ ჩააცვეს და დასვეს დარბაისლურად იმედზე, სადაც დიდი “სქემა გახეთქა“. ანუ თქვა, რომ რაც ფარას კანონი ამოქმედდა რადიკალიზმის დაფინანსების სხვა გზების მოძებნას ცდილობენო და “ერთ–ერთი არხი ამხილა/გაშიფრა“.“მაგალითად, ტაილანდიდან, ერთ–ერთი ქვეყნის საელჩოს, ერთ–ერთი მსხვილი დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი ანტიჩინური მიზნებისთვის დაფინანსებული ადამიანები ყავს საქართველოში. სინამდვილეში 99%–ის შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს.ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა.“ – ბრძანა პატივცემულმა მდინარაძემ.ბევრი დაიბნა მაშინ, ტაილანდი თუ ტაივანი, რა უნდოდა, რისი თქმა უნდოდა, რა შეეშალა. რა შუაშია ბანკოკოში აშშ–ს საელჩო?• რა ხდება სინამდვილეში:ბანგკოკის Financial Service Center (USDO 8768) არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ბექ-ოფისის ნაწილი. ანუ ეს არის გადახდის ტექნიკური პუნქტი, სადაც ხდება უცხოური ვალუტაში ჩარიცხვები, ხელფასები, გრანტების თანხები და სხვა მსგავსი ტრანზაქციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.• აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ორი გლობალური ფინანსური სერვის-ცენტრი – ერთი ჩარლსტონში (აშშ) Charleston, South Carolina (CGFS/CFSC) და მეორე ბანგკოკში (ტაილანდი) Bangkok, Thailand (CGFS/BFSC). ეს ინფორმაცია დევს ოფიციალურად ხაზინის საიტზე.ეს ცენტრები ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ყველა მისიის ფინანსურ ოპერაციებს:• აქედან ხდება ხელფასებისა და პენსიების გადარიცხვა ამერიკის მთავრობის თანამშრომლებისთვის საზღვარგარეთ;• გრანტების, განათლების და გაცვლითი პროგრამების ხარჯების დაფინანსება;• ტექნიკური ანგარიშსწორება სხვადასხვა ქვეყანასა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.• ანგარიშგება, აუდიტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ფედერალური უწყებების სახელით, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ.ანუ, როცა საქართველოს უნივერსიტეტი ან NGO იღებს USAID-ის გრანტს, ტრანზაქციის ამონაწერში შეიძლება ეწეროს „Bangkok/USDO 8768“, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ტრანზაქცია ბანკოკის ფინანსური ცენტრის ანგარიშიდან შესრულდა,რადგან ეს არის აშშ-ის გლობალური საერთაშორისო გადასახდელების კვანძი. ბანკოკში აშშ–ს საელჩო საერთოდ არაფერ შუაშია.როგორც ჩანს, ამონაწერებში ბანკოკის დანახვით ისე გაქაჯდნენ, რომ ღია წყაროებითაც კი არ გადაამოწმეს რა შუაშია ბანკოკი.ქლიავმა მდინარაძემ და სუსის საქლიავეთმა დაასკვნეს, რომ რაღაც დიდი ფინანსური სქემა გახეთქეს ბანკოკის აღმოჩენით და ფაქტიურად აშშ–ს სახელმწფიო დეპარტამენტი აქ რადიკალიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულეს, რასაც მოჰყვა კიდევაც შესაბამისი რეაქცია. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩი დაიბარა და პროტესტი გამოხატა ამ ბრალდებებზე. აუხსნიან ალბათ ქოც ინდაურს რას ნიშნავს “ბანკოკიდან დაფინანსება“.მოკლედ, ისევ ქოცების იმედზე ვარ მე პირადად. იმდენ სიგიჟეს იზამენ, სულ რომ გულით უნდოდეს ვინმეს ამათთან ჩახუტება შანსს არ დაუტოვებენ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved