• რეკლამა
  • კონტაქტი
20:11, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა ოპოზიციის იმ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესის სათავეებთან იდგნენ” – განცხადება

ალია ავტორი - ალია
00:17 10-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

,,ძლიერი საქართველო – ლელო” განცხადებას ავრცელებს:

,,გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც გვენდო და ამ უთანასწორო ბრძოლაში გამოგვყვა ამ არჩევნებში, მიუხედავად დიდი წნეხისა. მათ ვინც გამოგვყვა რწმენით, რომ არჩევნებით და მტკიცე, ქუჩის მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების ცვლილება არის ის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომელსაც “ძლიერი საქართველო – ლელო” მიჰყვება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს პრინციპული და სწორი გადაწყვეტილებაა.

რუსული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ეს რთული ამოცანაა, თუმცა ჩვენი სტრატეგია ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნდა ამ პროცესის დასაწყისში და ასე გვწამს ახლაც – ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი ხედვა.

საარჩევნო პროცესი, დღეს ურთულესი იყო – უთანასწორო ბრძოლის ველი, რუსული რეჟიმის პირობებში. დღეს ჩვენ ვნახეთ სისტემური გაყალბების ფაქტები – “კარუსელი”, მოსყიდვა და მუქარით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა.

ჩვენი ამოცანა იყო არ მიგვეცა “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ძალაუფლების მიტაცებისა და გამყარების საშუალება. რუსული რეჟიმის მიზანი იყო დემოკრატიული პროევროპული პარტიების პროცესიდან გათიშვა და ამით თბილისისა და საქართველოს რეგიონების სრულად მიტაცება.

განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა ოპოზიციის იმ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესის სათავეებთან იდგნენ. ამ განაცხადმა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებაზე და შესაბამისად, მთელ პოლიტიკურ პროცესზე, რომელმაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა “ქართულ ოცნებას” მიეტაცებინა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ხმა, ვინც არ შემოვიდა ამ ბრძოლაში.

ჩვენს მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც კონსტიტუციური გზით და უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევთ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved