ჯაზის ლეგენდა გიული ჩოხელი თსუ-თან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა. ხელოვანს ხელში სოლიდარობის ნიშნად, სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ფოტოსურათი უკავია. ჩოხელი გეგმავს, დღეს დაანონსებულ მასშტაბურ აქციაში მიიღოს მონაწილეობა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. სტუდენტების საპროტესტო მსვლელობისთვის უკვე ემზადებიან.
“სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!” – განაცხადა “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.














კომენტარები