• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა მისცეთ ხმა ელექტრონულ არჩევნებში – დეტალური ინსტრუქცია

ალია ავტორი - ალია
11:13 10-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.

კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების წესი ასეთია: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ელექტრონული აპარატების გამოყენებით განხორციელდება. საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს რეგისტრატორი ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს. აღსანიშნავია, რომ ვერიფიკაციის აპარატში მხოლოდ იმ კონკრეტული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სია იქნება ჩატვირთული. ორმაგი ვერიფიკაციის მცდელობისას აპარატი გამოსცემს ხმას და არ გაატარებს ამომრჩეველს მეორედ.

რაც შეეხება კენჭისყრას, დეტალური პროცედურა თანმიმდევრობით შემდეგია:
• ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;
• შემდეგ ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან პასპორტს;
• რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემებს ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს, იდენტიფიცირების

შემდეგ ამომრჩეველს უკეთდება მარკირება, ვერიფიკაციის შემდეგ აპარატიდან ამოიბეჭდება ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითარი, რომელზე ხელის მოწერითაც ამომრჩეველი ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას;
• ქვითარი რჩება რეგისტრატორთან, ამომრჩეველს გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო კონვერტი;
• ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში აკეთებს არჩევანს – ბიულეტენზე სამივე სვეტში აფერადებს სასურველი

მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრეს, რის შემდეგაც ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში არჩევანის ფარულობის უზრუნველსაყოფად;
• სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენს ათავსებს ხმის მთვლელ აპარატში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved