• რეკლამა
  • კონტაქტი
15:32, კვირა, 5 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს იყო ამ ავანტურის მთავარი მიზანი” – გივი თარგამაძის წერილი

ალია ავტორი - ალია
19:28 10-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
325

პატიმრობაში მყოფი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს;

,,მივადექით უმნიშვნელოვანეს დღეს – 4 ოქტომბერს და მინდა, ჩემი რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.

ჯერ რაც შეეხება პროცესს, რომელსაც ქოცები და ორი ოპოზიციური პარტია არჩევნებს უწოდებენ.
რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ არის არჩევნები, თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს პროცესი არჩევანის შანსს არ იძლევა.
მხოლოდ რეჟიმის მიერ წინასწარ განსაზღვრული პროპორციების და შესაბამისი პროცენტების დააფიქსირებაა, მიუხედავად რეალური ელექტორალური რეიტინგების ან ჩატარებული კამპანიისა.
მაშ რა აზრი აქვს ამ პროცესში მონაწილეობას? რა არის მიზანი? კიდევ ერთ ბრძოლის ველზე გასვლა, როგორც ეს დასაწყისში იყო ნათქვამი? წინასაარჩევნო დრო ამოიწურა და სადმე ბრძოლა ვნახეთ/ მეტროს მეორე ამოსასვლელების პრობლემაზე აქცენტირება ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. ფიზიკურად კამპანიას დიდად არ დაპირისპირებია, ერთხელ ესროლეს კვერცხები და სულ ეგ იყო.
ჩაუხსნეს კანდიდატები ზეწოლით – ჩახსნილებიდან, რომელიმე უკან გამოიბრძოლეს? არა! მხოლოდ მოახსენეს საზოგადოებას, რა მზაკვარია რეჟიმი და როგორი ძალადობა-მოსყიდვის კომბინაციით მოქმედებს სუსისა და კრიმინალების ხელით.

ვინმეს ეჭვი ეპარებოდა? არა, რა თქმა უნდა.
სწორედ ეს იგულისხმებოდა ნათქვამში, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმნდა.
საბოლოოდ მთელი ბრძოლა მონაწილე ოპოზიციის მხრიდან გამოიხატა სატელევიზიო გამოსვლებში და უხერხულების ზღვარზე საკუთარი პოზიციის სისწორის ახსნაში, რისი ახსნაც გულახდილად უბრალოდ შეუძლებელია.
მონაწილეობის რეალური მიზანიც ისე ჩაიფუშა, ფაქტობრივად ვერც დაფიქსირდა.

რამდენიმე დღის წინ, გახარიას და ხაზარაძის შეხვედრის კომენტირებისას ირაკლი კუპრაძემ ომახიანად განაცხადა, რომ შედგა ორი მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერთა შეხვედრა.
ეს იყო ამ ავანტურის მთავარი მიზანი – მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირება.
ერთი რადგან არ გამოვიდა, ორად გაყვეს, მაგრამ ეს განცხადება რეალობისგან იმდენად შორს იყო, კასპში ოჯახური ძალადობის ნიუსმა ჩაყლაპა ერთ წამში და მთლიანად გადაფარა.
ამ წარუმატებელობის აღიარების ნაცვლად მონაწილეებმა რეალური ბრძოლის ველს შეუტიეს და განაცხადეს, რომ ქვეყანა კიდევ ერთ რევოლუციას ვერ გადაიტანს.

აქ ორი მომენტია – ვითარებაში, როდესაც არჩევნების გზით მხოლოდ იმის მოპოვება შეიძლება, რასაც რეჟიმი ჩამოგიჭრის, რაც ამ დღეებშიც დადასტურდება, თუ არა რევოლუციურ ცვლილებას, რას სთავაზობთ საზოგადოებას?რეჟიმის წესით მყაყში ცხოვრებას იმ იმედით, რომ როდესღაც თვითონ დაიღუპავენ თავს? სხვა არჩევანი ხომ არ არსებობს – თუ არა არჩევნები, მაშინ რევოლუციური ცვლილება – ეს, უბრალო მოცემულობაა და სხვას ვერ გამოიგონებ.
ახლა მეორე – ვითომ რატომ ვერ გადაიტანს ქვეყანა კიდევ ერთ რევოლუციას? თუ რევოლუციური ცვლილებები შედგა და რეჟიმი მოცილდა, რა დაღუპავს ქვეყანას? დარდი ამის გამო, რომ ლელო ახალი მთავრობის ფორმირებაში მთავარი ძალა არ იქნება? ასეთი დაბალი წარმოდგენა გაქვთ საზოგადოებაზე, რომელმაც ნამდვილ ბრძოლაში 300-ზე მეტი დღე გაძლო, რომ თვლით, ახალი ქვეყნის წინსვლისთვის საჭირო მთავრობას ვერ შექმნის? რა სისულელეა.
ქვეყანა ვერ გადაიტანს ნიშნავს, რომ ქვეყანა დაიშლება და ნუთუ საოკუპაციო რეჟიმის რევოლუციური ცვლილება დაშლის ქვეყანას და არა მისი ფინქციორიბას გააგრძელებს? კარგით რა.
საქართველომ მეორედ შეიძლება ვერ გადაიტანოს ხელისუფლების შეირაღებული დამხობა.
მართლა შეიძლება ვერ გადაიტანოს და დაიშალოს. შეიძლება. შეიძლება არც, მრავალი ჭაობიდან ამოსულა ეს ქვეყანა, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში კატასტროფა, მრავალი თაობის ტრაგედია იქნება.
მაგრამ საქართველოს საუკეთესო შვილების მიერ მოღალატეთა რეჟიმის ჩამოშლა იგივეს როგორ გამოიწვევს, რა სიგიჟეა.
სინამდვილეში წინასწარ ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც რეჟიმი მონაწილეებს გამოუწერს საარჩევნო პროცენტებს, ყოველ მიზეზ გარეშე, სამარცხვინო პროცენტებს, მერე უნდა ვისმინოთ, რომ არმონაწილეთა ბრალი იყო, რომ ერთად შეიძლებოდა და მოკლედ გაუმართლებლის გამართლების მცდელობის მორიგი სერია.
ეს ნაწილი შეგვიძლია გადავახვიოთ, რადგან წინასწარ ვიცით, რაც იქნება და ითქმება. ვითომ არჩევნების თემაც ამით დავასრულოთ.
რაც შეეხება რეალურ ბრძოლას, პროტესტს და 4 ოქტომბრის აქციას.
ოთხი ბუნებრივად ფორმირებული თარიღია და ამიტომაც წარმატების მეტი შანსი აქვს. ამის გთვალისწინებით, დასფასებელია პაატა ბურჭულაძის და ხაბეს ძალისხმევა ამ თარიღის საერთო ერვონულ განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მნიშნელოვან წერტილად დაფიქსირებისთვის.

შესაძლოა, ვინმეს ხაბეს გადმოცემის მანერა აღიზიანებდეს, ან ბატონი პაატას სიმღერა არ მოსწონდეს. ამას გავიგებ, მაგრამ ამ არმოწონების გამო ოთხში აქციაზე არმოსვლას ვერაფრით ვერ გავიგებ.
რა თქმა უნდა, ოთხში ყველა უნდა მივიდეს. ყველა, ვისაც ფიზიკურად შეუძლია და ცვლილებების სჯერა. რაც „სჯერა“-ს შეეხება.
ამ მიმართულებითაც მესმის ძალისხმევა, რომ პროტესტის მონაწილეებში მაქსიმალური რწმენის გაღვივება მნიშვნელოვანია.
რწმენის, რომ რეჟიმის დამარცხება მათ ხელშია, თუნდაც ერთ დღეში.
ამისთვის ოთხში ვიწყებთ, ოთხში ვამთავრებთ ფორმულაც და კითხვის, თუ ოთხშივე ვამთავრებთ, მერე რა ხდება – უპასუხოდ დატოვებაც მესმის. მესმის, თუმცა ვთვლი, რომ უკვე საკმარისია, ამას მეტად დაწოლა აღარ ღირს, თორემ, შეიძლება, ოთხში გულანთებულ ადამიანთა არმია ხუთში 00 საათსა და 01 წამზე გოგრების საწყობად გადაგვექცეს.
ალბათ, სრული იდუმალებაც საჭირო მოქმედებებზე ასევე ნამეტანია.
ამიტომ, ჩემს თავზე ავიღებ ამ ტიპის ბრძოლის ძირითად მახასიათებლებს, იმას, რაც რაღაც ტაქტიკურ საიდუმლოებებს არ მოიცავს და უბრალოდ მოცემულობაა, საზოგადოებისთვის შეხსენებას. რას უნდა მიაღწიოს პროტესტმა იმისათვის, რომ რევოლუციური ცვლილება განხორციელდეს? პასუხი მარტივია – რეჟიმის დისფუქციურობას ანუ რეჟიმმა ფიზიკურად ვეღარ უნდა შეძლოს ფუნქციონირება.
რა არის ამისათვის საჭირო? შესაბამისი პოზიციების, ლოკაციების ფიზიკურად დაკავება და დაკავებული ლოკაციების დაცვა.
მთავარი ამ პროცესში არის მასობრიობა და მუხტის ხარისხი. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება განხორციელდეს მასობრიობისა და მუხტის პიკზე. ყოყმანი და შეფერხება ორივეს დაბლა სწევს და მიზნის მიღწევას ართულებს.
ამიტომ, ფორმალური ლეგიტიმურობისთვის განსაზღვრული პროცედურები – ხმის მიცემა, სახალხო კრების გადაწყვეტილებების მიღება, არ უნდა იყოს დროში გაწელილი, უნდა შესრულდეს კომპაქტურად, მიიყვანოს მუხტი მაქსიმუმამდე და დაძრას პროცესი.
მაქსიმალური მასობრიობა, რომლის პირობებშიც ვერცერთი, ყველაზე თავზე ხელაღებული სპეცრაზმელიც კი ვერ ბედავს შეჩერების მცდელობას, არის გარანტია ლოკაციების მშვიდობიანი დაკავების. ამ ლოკაციების დაკავების შემდეგ უმნიშვნელოვანესია მასობრიობრის შენარჩუნება. ამის შემდეგ იწყება პერიოდი, როდესაც რეჟიმმა უნდა შეაფასოს თავისი ძალები. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი, უფრო, რამდენიმე დღე.
ვარდების რევოლუციისას ლოკაციების დაკავებისთანავე პროცესი არ დასრულებულა.
ისნის სტადიონზე შეიკრიბა ის კლასიკური ნაზავი, მთელი სამასი დღის მანძილზე რასაც ვხედავთ – კრიმინალები, შეიარაღებული ყაჩაღები, ელიტის წარმომადგენლები.
ერთმანეთს გაზავდნენ – მივიდეთ, დავხოცოთ, ვესროლოთ და ა.შ. მაგრამ მათ ხელისუფლების გარანტიები სჭირდებოდათ, თავისი რისკით არ კისრულობდნენ.
რეჟიმის ნაწილიც ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ითხოვდა, მაგრამ შევარდნაძემ სწორად შეაფასა ძალები, მიხვდა, რომ ასეთი ქმედებებით მხოლოდ საკუთარ ხვედრს დაიმძიმებდა და ბრძოლაზე უარი თქვა.
მეორე დღის გამთენიისას, სადღაც ოთხი საათიდან, როცა ჩვენს ტელეფონებზე დაიწყო ზარები პოლიციის განყოფილებებიდან, დეპარტამენტებიდან, გენშტაბიდან, ჯარის ნაწილებიდან, დაიწყო და არასოდეს დამთავრდა, მხოლოდ ამის შემდეგ გადავხედეთ ერთმანეთს, ხელი ჩამოვართვით და ვთქვით – აღსრულდა. ყველაფერი შედგა.
ამიტომ, ეს ბრძოლა გაძლებაზე, უტეხობაზეა. ასე დგება შედეგი. მე ახლა მოქმედების რაიმე საიდუმლო არ გამიმხელია. ესაა რევოლუციური სტრატეგიის მოცემულობაა. ამის მიღმა რაც მეტი ტაქტიკური მრავალფეროვნებაა, მით მეტად იბნევა და სუსტდება რეჟიმი, ამიტომ, ტაქტიკაში წინასწარ უთქმელი სიურპრიზები მნიშნელოვანია.
ეს სტრატეგია იცის რეჟიმმაც და მისი მოგერიებისთვის ემზადება. მობილიზაციის გამოჟონილ გეგმაშიც არაფერია ორიგინალური ან მოულოდნელი. სტანდარტული გეგმაა, რომლითაც მოქმედებდნენ განვილი აქციების წინააღმდეგ.
ხუთი ათასზე მეტიც ყოლიათ გამოყვანილი განვლილ დღეებში. ვერც ისინი გამოიგონებენ რაიმე ახალს, რაც აქვთ ეგ აქვთ, ახალს ვერ მოიმატებენ.
ჩემი აზრით დღეს რაც აქვთ წინა ვერსიაზე ბევრად სუსტია. მგონია, არ ვცდები, გამოჩნდება.
და ბოლოს – იმ ვითარებაში, როდესაც რეჟიმს მმართველი არაფორმალურია, როგორ უნდა გაფორმდეს მარცხი? ეს კონკრეტული საკითხი ყველაზე მეტად, მგონი, ინგა გრიგოლიას აინტერესებს, ყველას უსვამს ამ კითხვას.
ამიტომ, ინგა გრიგოლია სპეციალურად შენთვის: როდესაც კადაფის ეუბნებოდნენ, წადიო, იძახდა, მე პოსტი არ მაქვს, ამიტომ, სად უნდა წავიდეო? ცუდად დაამთავრა.
რეალურად მას მერე, რაც რეჟიმის მმართველი გაითავისებს, რომ რეჟიმი ვეღარ ფუნქციონირებს, უნდა გააკეთოს არჩევანი ოდენ სამი ოფციიდან – დატოვოს ქვეყანა, ჩაჯდეს ციხეში, დაამთავროს კადაფივით.
სულ ეს არის.
იმედი მაქვს, ასე თუ ისე, გავფანტე გაურკვევლობა. იმის ცოდნა რა ბრძოლაში ვართ, ბრძოლას აადვილებს.
ძალიან მინდა თქვენთან, მაგრამ რაცაა ეგაა. მაინც მანდ ვარ. ამ წერილით, ჩემი ოჯახით, ცოლით, შვილებით, მამით, ძმებით, მეგობრებით, მათი ოჯახებიანად.

ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ – თუ პროცესი მეტად გაიწელა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, დამნაშავეების ძებნას ნუ დავიწყებთ, ნამდვილი მებრძოლებად და ლაი-ლაისტებად დაყოფას ნუ დავიწყებთ, აქეთ მხარეს ყველა ნაღდი მებრძოლები ვართ და რა დროც დასჭირდება, იმ დროში გავიმარჯვებთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ. გჯეროდეთ ისე, როგორც მჯერა მე აქ, ქალაქ რუსთავში, მეთორმეტე საოკუპაციო საპატიმროს ჭერქვეშ, B-302 საკანში.

P.S. აქამდე არ მქონდა საშუალება მივსალმებდი რომა შამათავას ტუსაღობის დასასრულს და საპყრობილედან გათავისუფლებას.
ვულოცავ მთელი გულით, ვულოცავ, რომ ეს გზაც ისევე ღირსეულად გაიარა, როგორც მთელი ცხოვრება მანამდე. ის საქართველოს ნამდვილი გმირია.
დიახ, ხალხო, დღეს გვერდში ნამდვილი, ცოცხალი გმირი გვყავს და ის თავისუფალია, იმდენად, რამდენადაც შეიძლება იყო თავისუფალი დღევანდელ საქართველოში.
რომა კლასიკური გაგებით რაინდია – ის საკუთარი სიცოცხლის ყოველწამიერი – ხაზს ვუსვამ, არა უბრალოდ მუდმივი, ყოველდღიური – ყოველწამიერი რისკის ფასად იცავდა სამშობლოს ღირსებას მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საკადრისს უზღავდა ქართველთა მკვლელობებით ოკუპანტების მხრიდან პატივმოხვეჭილებს.
ის იცავდა ქართველი მეომრების ღირსებას, იძლეოდა ლეგენდარული ვაჟკაცობის მაგალითს და სხვაგვარი ცხოვრება მას დროის არც ერთ მონაკვეთში არ ჰქონია.
რუსებს მისი მკვლელობისთვის მუდმივად ჰქონდათ დანიშნული დიდი ფულადი ჯილდო, ბოლოს კი ქოცებს მოსთხოვეს მისი დაპატიმრება. პატიმრობა ქოცების მოსვლიდან დღემდე გრძელდებოდა.
ამ უსამართლო დროშიც კი, ეს იყო ყველაზე დიდი უსამართლობა – ადამიანს, რომელმაც სამშობლოს ცხოვრება აჩუქა, ეს ხვედრი არგუნეს. მაგრამ ორი კარგი ამბავია – მთავარი, რომა ცოცხალია და მეორე – ნორმალურ ვითარებაში ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში რომას მსგავსი მებრძოლები აღიარებულად არ არსებობენ. მათი სახელი, გვარი და საერთოდ ცხოვრება, სრულიად დაცულია საიდუმლოებით და მათი გმირობებიც მათს სახელზე არაა მიბმული, ამიტომაც სახალხო აღიარებას ვერასდროს იღებენ.
ქოცების გამყიდველობამ და უგნურობამ ეს საიდუმლო ჩამოშალა და ქართველ ხალხს მისცა საშუალება, სიცოცხლეშივე გადაუხადონ მადლობა რომას.
ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების შემდეგ რომა შამათავა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან მიიღებს სრულ აღიარებას და ისტორიაშიც ჩაიწერება.
მაგრამ ახლა, აი, ამ დღეებში მოგმართავთ ყველას, ვინც საქართველოში სიკეთის მხარეს დგას – რომა შამათავა, ნამდვილი რაინდი, თავგანწირული გმირი, თვითოეული ჩვენგანის ღირსების დამცველი – საქართველოს მეომარია.
ნუ გადადებთ, ახლავე მიაგეთ მას დამსახურებული პატივი. ჩემგან კი მადლობა, რომა, როგორც კი შემიძლია აი, ისეთი ყველაზე დიდი მადლობა. გაგიმარჯოს მრავალჟამიერ!”

თეგები: გივი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება
ახალი ამბები

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება

20:34 10-03-2025
როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?
ახალი ამბები

როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?

19:02 10-03-2025
„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები
ახალი ამბები

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები

18:42 10-03-2025
როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები
ახალი ამბები

როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები

17:18 10-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved