• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოფილი მოსამართლის სკანდალური ინტერვიუ – იმდენად დიდი იყო ზეწოლა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი

ალია ავტორი - ალია
15:44 10-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
980
კახა წიქარიშვილი ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე დეტალ;ურად იხსნებს, თუ როგორ ავალებდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მრავალმილიონიან დავებზე. ალავიძე  ყვება, რომ იმდენად დიდი იყო მასზე ზეწოლა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
კახა წიქარიშვილი:
„ვისაც სასამართლოში მომხდარი ამბები გაინტერესებთ აქ ნახავთ თუ რა ხდებოდა რუსთავი 2 ს საქმეზე, მეტალურგიული ქარხნის საქმეზე, თბილავიამშენის საქმეზე და ბევრ სხვა საქმეებზე.
აქ ნახავთ როგორ ჩაკეტეს ოთახში მთელი კოლეგია, მოსამართლეს როგორ აიძულებდნენ საავადმყოფოში დაწოლას, თავაზობდნენ ქრთამს, გადანიშვნას კონკრეტული საქმეების სანაცვლოდ და ა.შ.
ამ ჩანაწერს ვასაჯაროებ რესპოდენტის თანხმობით ვინაიდან ახლა ის საზღვარგარეთ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეს ვიდეო არ ეხება მხოლოდ ქართული ოცნების სასამართლოს არამედ ეხება ნაცების დროინდელ სასამართლოს რომელსაც მაშინაც მართავდა ჩინჩალაძე და მისი კლანი.
მას შემდეგ რაც კლანის წევრები დაასანქცირეს ჩვენ ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში თუმცა ქართულმა ოცნებამ სამჯერ ჩაშალა საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა.
აქედან უკვე პირდაპირ ვუგზავნი საქართველოს პროკურატურას , მედიას და საზოგადოებას.
ვინც იკითხავთ რატომ მაინცდამაინც არჩევნების წინ ოკ. შეიძლებოდა მერეც მექნა მაგრამ მე მგონია ახლა არის დრო როცა ყველა სიმართლემ უნდა იყვიროს.“
ბესარიონ ალავიძე:

„ამ კაფეში იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და ვასილ როინიშვილი. ეს იყო სუფთა ქუჩური, ქურდული გარჩევა. მე ვუთხარი, რომ მე არაფერს არ გავაკეთებდი.  რაც სწორია იმ გადაწყვეტილებას მივიღებთქო. ამ მეორეჯერ დამირეკა ვალერი ცერცვაძემ იგივე კაფეში. გამოდი ერთი წუთითო და გავედი, მარტო შემხვდა და მარტო მიხსნიდა, რომ საერთოდ ყველაფრიდან ჩამხსნიდნენ და გარიყული ვიქნებოდი სასამართლო კოექტივში, არავინ მომესალმებოდა. მოკლედ მეორე შეხვედრის შემდეგ, როდესაც შევხდი ცერცვაძეს, მე არ გავაკეთებ ამას და დავასრულებ სიცოცცხლეს-თქო. იმ დღეს მართლა წამოვედი სამსახურში, მართლა ვემზადებოდი სუიციდისთვის,  მურუსიძე შუაღამის 4 საათზე მოვიდა სამსახურში და დავუბარე, რომ მე ამ საქმეს არ გავაკეთებ არაფრის ფასად-მეთქი, მაგრამ სიცოცხლეს დავასრულებ-მეთქი. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულად აღიქვა ჩემი ნათქვამი, იფიქრა ალაბთა რამე არ დაწეროს. რამაც ჩვენ შეიძლება პრობლემა შეგვიქმნასო, ამიტომ მითხრა დაწერე განცხადება და მაგ საქმეს სხვას მივცემო”, – ამბობს ალავიძემ.

ბესარიონ ალავიძის თქმით, გარჩევები გაგრძელდა სხვა საქმეებზეც. ერთ-ერთი ასეთი საქმე არის “რუსთავი 2” საქმე და ამ შემთვევაშიც ყოფილი მოსამართლე უპრეცედენტო ზეწოლაზე საუბრობს. ალავიძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ “ტვინს გაგვასხმევინებდნენ”.

„ეკამ [გასიტაშვილი -მოსამართლე] გვითხრა მე და პაატას, თქვენზე თქვა გვენეტაძემ, რომ მაგათ მიხედავენ და ტვინს გაასხმევინებენო. მე და პაატა შევთანხმდით იმ მომენტში, რადგან ასეთი ამბავი იყო, რომ ტვინს გაგვასხმევინებდნენ, არაფერი გამორიცხული არ იყო და იყო საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ციხეში ჩაგვსვავდენ, მივეცით ჩვენება, რომ ჩვენზე ზეწოლა არ იყო, თუმცა ვთქვით, რომ როცა შეიცვლება ხელისუფლება, ვიტყვით, რომ ეს ჩვენებები იძულების ქვეშ მივეცით. მზიამ [თოდუა – მოსამართლე] მოგვცა გადაწყვეტილების პროექტი, და მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაწერილიო, მე სანამ წამოვიდოდი, მთხოვა ბიძინამო, რომ იქნება ეს საქმე სასამართლოში წავიდესო, დაწერე შენ რაღაცაო და მისცენ მოსამართლეებსო. მოკელდ ეს გადაწყვეტილება მოგვცა და ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ამით იხელმძღვანელეთო. გვენეტაძემ დაიბარა პაატა. პაატამ მითხრა, რომ გვენეტაძე დაგიბარებს ახლა შენო.   გვენეტაძემ დაიწყო ტირილი, მთხოვეო რასაც გინდა იმას შეგისრულებო, იქნება დაუშვებლობის განჩინებას მოაწერო ხელიო. მართლა ტიროდა, მე აქ დამნიშნეს იმის გამო, რომ ეს საქმე გამეკეთებინაო”, – ამბობს ალავიძე. (ტვ პირველის შიფრი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved