• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რევოლუცია 4 ოქტომბერს იქნება თუ სხვა დღეს, – ეს იქნება მხოლოდ ამ ხელისუფლების ბრალი” – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:32 10-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

,,პსპ ფარმას” დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი:

,,რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, რას ისმენს მოსახლეობა დღე და ღამე: ცემა,ტყეპა, დაჭერები, ცემა, ტყეპა, დაჭერები და ახლა  აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას, თავისივე რიგებში, უკვე 13 წელია, უამრავი მოღალატე კორუფციონერი ჰყოლია და თურმე, ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. აბა ვისი ბრალია?! ვინ მოიყვანა ეს ქურდ-ბაცაცები, ვინ დასვა ისინი მინისტრების სკამებზე და ვინ მისცა საშუალება, გაექურდათ საქართველო?! თავად ხელისუფლების წარმომადგენლები სვამენ ტოლობის ნიშანს კორუფციონერებსა და მოღალატეებს შორის და ამავდროულად, თბილისის მერად 4 ოქტომბერს „ამწესებენ“ ადამიანს, ვის მიმართაც სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს!

ამიტომაცაა, რომ უკვე ბევრი ალაპარაკდა რევოლუციაზე ; – იქნება თუ არა, როგორი იქნება, როდის იქნება, მაგრამ აღარ განვმეორდები – ნებისმიერ შემთხვევაში, რევოლუციის წინაპირობას ქმნის ხელისუფლება.

რევოლუცია 4 ოქტომბერს იქნება თუ სხვა დღეს, – ეს იქნება მხოლოდ ამ ხელისუფლების ბრალი, განსაკუთრებით კი იმათი, ვინც მათ რიგებშიც კი  ღვარძლითა და გესლითგამოირჩევა.

არადა, ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს, დასრულდეს დაჭერები, ცემა-ტყეპა და დალაგდეს ურთიერთობა როგორც უახლოეს მეზობლებთან, ასევე აშშ-სთან, ევროკავშირთან, გაუმჯობესდეს ურთიერთობა ჩინეთთან, ინდოეთთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. რატომაა ეს საჭირო?! იმიტომ, რომ დღეს ამ ქვეყნების ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ქვეყანას სუსტი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება ჰყავს, მეორე ნაწილი კი, მაგალითად, დასავლეთი, თვლის რომ მთლიანად არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, რომელმაც არჩევნები მოიპარა.

ამის გამო, უახლოესი მეზობლებიც კი ზემოდან გვიყურებენ, შეიძლება ხვდებიან „ოცნების“ წარმომადგენლებს, ესაუბრებიან, ხანდახან ხელსაც ართმევენ, მაგრამ პოლიტიკურად, ზემოდან გვიყურებენ, რადგან 2024 წელს „ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნების ხარისხს და შესაბამისად, შედეგებს, ყველა ეჭვქვეშ აყენებს.

ხომ ხედავთ,  ხალხის გრძნობები უკვე იქამდეა მისული, ერთმანეთისფიზიკური განადგურების სურვილს უკვე ღიად გამოხატავენ. ამ მდგომარეობის გაგრძელება დაუშვებელია! ამ სიძულვილის ფონზე, თუნდაც 5%-იანი შანსიც რომ არსებობდეს იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდება, ეს 5%–იანი შანსიც კი უნდა იქნას განხილული, როგორც დიდი რისკ-ფაქტორი ამ ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქართველებს შორის ხოცვა-ჟლეტის თავიდან ასაცილებლად.

ხოლო ეს ყველაფერი, შინ თუ გარეთ, ერთი მარტივი გადაწყვეტილებით გასწორდება – გამოაცხადეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გადაიტანეთ ქუჩის პროცესები საარჩევნო უბნებზე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამ სიტუაციის განმუხტვა!  “

 

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved