• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შევცდით, ვინც მაშინ ამჟამინდელ ძალაუფლებას მივეცით შანსი? – შევცდით” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
22:19 09-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,630

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:

ორიოდე დღეში მოდის იმ არჩევნების თარიღი, რომელმაც 13 წლის წინანდელი დიქტატურა შემდგომ უკვე ტოტალიტარიზმზე ორიენტირებულმა ძალაუფლებამ შეცვალა.
2012 წლის არჩევანზე და ხალხის თანამონაწილეობაზე დღევანდელი ძალაუფლების “წყალობით” ბევრი რამ გახდა წამოსაძახებელი.
– უნდა მიგვეცა თუ არა ხმა მაშინდელი მმართველი ძალისთვის, რომელმაც იმ დროინდელ პრეზიდენტს მოარგო განახლებული კონსტიტუცია და შეგვეწყო ხელი კიდევ უფრო ხანგრძლივვადიანი ძალაუფლებისათვის?
– არა. ვინც ეს გააკეთა, ძალაუფლების ბოროტებაში თანამონაწილეობდა მაშინ და ხელს უწყობდა იმ დიქტატურის ტირანიისკენ მიდრეკილებას. სწორი არჩევანი დღესაც მგონია, რომ იყო ძალაუფლების შეზღუდვის ძალისხმევა ახალი პოლიტიკური სუბიექტით.
– შევცდით, ვინც მაშინ ამჟამინდელ ძალაუფლებას მივეცით შანსი?
– შევცდით. ასეც ხდება, რომ მიზეზში მართალი ხარ და შედეგში შემცდარი.
– გვქონდა არჩევანი?
– არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა დილემა და ამ დილემის ორივე ფსევდოალტერნატივა ბოროტება იყო. ჩვენ გვქონდა მხოლოდ თეორიული შანსი, იქნებ ახალი ბოროტება შეგვემცირებინა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ.
– მიმაჩნია თუ არა ამჟამინდელი ოპოზიცია უკეთეს ალტერნატივად და საზოგადოებრივ სიკეთედ?
– მე თუ მკითხავთ, სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანი არ გვქონია არც მას მერე, 2016-20-24 ოპოზიციას რომ ვაძლევდით ხმას ხელისუფლებაში მოსასვლელად. რომც მოგვეყვანა, მაშინაც შემცდარი აღმოვჩნდებოდით, რადგან ჩვენ არჩევანი არასდროს გვქონია, ჩვენ ვფლობთ მხოლოდ ილუზორულ და ბუტაფორიულ წარმოდგენებს არჩევანზე, მაგრამ ამ ბუტაფორიულობას მაინც აქვს რაღაც სიკეთის მარცვალი მთელ ამ ბოროტების იმპერიაში, რომ ცვლილება თეორიულ შანსს მაინც გვაძლევს, რაც სხვა შემთხვევაში არ გვაქვს.
ამიტომ უნდა მიმართო ძალისხმევა ძალაუფლების ცვლილების დარჩენილი ხერხ(ებ)ის გამოსაყენებლად, რადგან ეს მცირე სინათლის თეორიულ პერსპექტივას მაინც ქმნის არსებული ხანგრძლივი ძალაუფლების მღვრიე ბოროტებაში.
ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, გვრჩება მხოლოდ იძულება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved