• რეკლამა
  • კონტაქტი
05:29, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დიახ! ეს არის ჩემი დანაშაული!“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:02 09-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,999

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს:

„გამოსვლა “სასამართლოზე”
დღევანდელ ე.წ სასამართლოს ჰქვია 4 ოქტომბრით შეშინებული ქართველი ხალხით დამანდრაჟებული კრიმინალური კლანის მორიგი საცირკო წარმოდგენა.
საქმე იმაშია, რომ ეს “სასამართლო” უკვე ივლისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როცა გაისმა 4 ოქტომბრისთვის მოწოდება, სასწრაფოდ გადატანილი იქნა 4 ოქტომბრის კვირისთვის, რათა თქვენ პატრონს მისი ჭკუით დაეშინებინა ქუჩაში გამომსვლელი ხალხი.
თუ ივანიშვილი დარჩება, საქართველოში იქნება ომი, ის საქართველოს დასუსტებით, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს გაძარცვით პირდაპირ იწვევს რუსეთის აგრესიას.
როგორც თავის დროზე ჩემზე საქმის აღძვრა და ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ციხეში გამწესება. იქ კი წამება და მოწამვლა გათვლილი იყო თანამებრძოლების საბოლოო დათრგუნვაზე და საერთოდ დაჭერების ნორმად დანერგვაზე.
საერთოდ ივანიშვილის პოლიტპატიმრები იყოფა 4 ძირითად კატეგორიად:
1) მოსკოვიდან ბრძანებით დაჭერილები – მე, რომა შამათავა, სპეცრაზმელები და ოქრუაშვილი
2) პოლიტიკური ლიდერები – ისევ ჩემი თამადობით
3) საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები – ჩვენი სინდისის პატიმრები
4) ის ხალხი ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებდა და მას თვალში არ მოუვიდა – ამათ განსაკუთრებით სასტიკად ექცევა – გიორგი ჩიკვაიძე მოწამლა, ბაჩიაშვილი აცემინა.
ცინიზმი იმაშია, რომ მრავალ წელს მისჯიან იმისათვის, რაც ჩემი საკონსტიტუციო მოვალეობა იყო – განმეხორციელებინა ჩემი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები, წარმედგინა ქვეყანა უცხოეთში (მგონი რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გაეროში გამასხარავების შემდეგ ყველაზე დაუნახავიც კი მიხვდა რომ ღირსეულად ვახორციელებდი), მიმეღო სტუმრები.
აქ ჩემს დროს ჩამოვიდა ამერიკის სამი პრეზიდენტი (მოქმედი და მომავალი) 2 ვიცე-პრეზიდენტი, 2 სახელმწიფო მდივანი
მრავალგზის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები. მათი გამასპინძლების ხარჯები, ისევე როგორც ყველა სხვა ხარჯი, ოფიციალურად იყო დოკუმენტირებული და შესაბამისად, ოლიგარქის პროკურატურის მიერ უადვილესად აღმოსაჩენი იყო.
ამ ოფიციალურ დოკუმენტებს პირდაპირ მიაკრეს გაფლანგვის მუხლი და ეს გააკეთა ივანიშვილმა, რომელიც იძახოდა, რომ 19 მილიარდი მქონდა მითვისებული, რომელმაც ღამე საკნიდან მერაბიშვილი გამოიყვანა და შესთავაზა გათავისუფლება ჩემი არარსებული უცხოური ანგარიშების ნომრების გადმოცემის ფასად.
კარგი რაც მოხდა ხალხმა ამ წლებში დაიწყო კითხვების დასმა თუ სინამდვილეში რატომაა დაპატიმრებული სააკაშვილი, მათ შორის ისეთმა ხალხმა მოიკითხა ეს ამბავი, ვინც ადრე თვლიდა რადგან დაპატიმრებულია, ალბათ მართლა რამე აქვს აქვს ჩადენილი და ახლა ამდენი სხვა ადამიანის დაჭერის შემდეგ როგორც იქნა დაიწყო მიხვედრა, რომ ამ ქვეყანაში ხალხს თურმე უდანაშაულოდ იჭერენ.
არც ის არაა შემთხვევითი, რომ განზრახული აქვთ ჩემი საყვარელი ვენახის და იქ მდგომი 70კვ მეტრი სახლის ჩამორთმევა. ამ სახლის ხელა ამ კორუმპირებული ბანდის თითოეულ წევრს ტუალეტები აქვთ ქართველებისგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში.
ყვარელს თქვენთვის და თქვენი მოსკოველი პატრონისთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს ვენახი გახდა რუსული ღვინის ემბარგოს მიმართ წინააღმდეგობის ცენტრი, სწორედ ამ ვენახში ტარდებოდა უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური მოლაპარაკებები. იქ საწნახელში იდგნენ ამერიკელი სენატორები, რომელთაც ქართულ ღვინოს “თავისუფლების სასმელი” უწოდეს, პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები და მონაკოს პრინცი.
ამ ვენახის ჩამორთმევა, ისევე როგორც მთლიანად ეს სამარცხვინო სასამართლო პროცესები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – შურისძიებას იმის გამო რომ მე დავამარცხე კორუფცია საქართველოში, შემდეგ სერიოზულად შევავიწროვე იგივენაირი კორუფცია უკრაინაში და საერთოდ ვითვლები მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან და კრიმინალთან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მებრძოლად.
რა თქმა უნდა, ხალხს რომელმაც ბოლომდე გაძარცვა ქვეყანა, ცოლებს ქართულ ტყეებს ჩუქნის, საქართველოს მიწების 70% უფასოდ დაითრიეს, ბიუჯეტიდან მილიარდები ღიად მოიპარეს (მე ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ, ბიუჯეტში თავისუფალი 3 მილიარდი დავტოვე, რაც ეგრევე ჩაიჯიბეს) ამ ხალხს ვეზიზღები, ზუსტად იმიტომ, რომ არც მე მომიპარავს და არც სხვას ვაპარვინებდი.
ზოგადად თქვენ გაბოდებთ ჩემი სახელი, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ფროიდისტულად წარმოთქვამთ მას, – მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სააკაშვილის მუდმივ წამოცდენებშია თქვენი ე.წ. მთავრობის წევრები და პროპაგანდისტები.
თქვენ, კარგად იცით, რომ მე ფული პრაქტიკულად არ მაქვს. საქართველოში, რომელიც ხელახლა ავაშენე ბინაც არ გამაჩნია. ახლა თავისუფლებაც აღმიკვეთეთ მაგრამ თქვენც და თქვენი პატრონმა კარგად იცით, რომ მე ვარ ძალიან წარმატებული და თქვენ ხართ სრულიად ლუზერები. მე მიცნობს და მაფასებს მსოფლიოს უმეტესობა და თქვენ მიუხედავად თქვენი მილიარდებისა არავინ ხართ, რომ მე და ჩემს თანამებრძოლებს სრული მორალური უპირატესობა გვაქვს და ის, რომ ისტორიას შემორჩება ჩემი სახელი და მიუხედავად თქვენი უბადრუკი მცდელობისა ისტორიის გადაწერის, იგივე ისტორია მე გამამართლებს.
ახლა კი, გააკეთეთ თქვენი საქმე, მაგრამ გახსოვდეთ რომ ძალიან მალე თითოეულ თქვენგანს მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი მონები და ჭანჭიკები ხართ მოგიწევთ წარდგენა კანონის და ნამდვილი სასამართლოს სამსჯავროზე.
მათ სრულ იზოლაციაში ვყავარ. ცდილობენ, ჩემი ხმა ჩაახშონ, ამომშალონ ჩვენი ერის მეხსიერებიდან, მაგრამ მე ამ კედლებს მიღმა ვიყურები და გხედავთ თქვენ! მე ვხედავ მთელ საქართველოს! და ვიცი, რომ გესმით ჩემი ხმა!
ამიტომ, ამ საკნიდან ვეკითხები მათ: ვინ ხართ თქვენ, რომ გაასამართლოთ ერი, რომელმაც სასწაული შექმნა?!
ისინი ამბობენ, რომ მე დამნაშავე ვარ! და რა არის ჩემი დანაშაული? ის ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც დღეს ამაყად ფრიალებს? დიახ! ეს არის ჩემი დანაშაული!
ის, რომ გავანადგურეთ კორუმპირებული, ქრთამის ამღები „გაი“ და მის ნაცვლად შევქმენით ხალხის სამსახურში მდგომი, გმირი პოლიციელების პატრული?! დიახ! ეს არის ჩემი დანაშაული!
ბათუმის განათებული სანაპირო და მთელი ქვეყნის გამაერთიანებელი გზები? დიახ! ეს არის ჩემი დანაშაული!
მათ უნდათ, რომ დაგავიწყდეთ სიამაყის და გამარჯვების შეგრძნება! ის განცდა, როდესაც მსოფლიოს დავანახეთ, თუ რა შეუძლია საქართველოს!
მაგრამ მათი ომი მხოლოდ წარსულთან არ არის. ეს არის ომი ჩვენი ხალხის სულისა და მომავლის წინააღმდეგ!
ჩვენს საქართველოში ციხეებში ისხდნენ ჩვენი ქვეყნის მტრები – რუსი ჯაშუშები! მათ საქართველოში კი ციხეები სავსეა საუკეთესო ქართველი პატრიოტებით!
ჩვენი საქართველო თავის საუკეთესო ახალგაზრდებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში აგზავნიდა, რათა დაბრუნებულიყვნენ და სამშობლო ეშენებინათ!
მათი საქართველო კი ჩვენს ახალგაზრდებს კომბოსტოს საკრეფად აგზავნის, რათა ქართულ კოშმარს გაექცნენ!
ჩვენ დონალდ ტრამპს ბათუმში ვმასპინძლობდით და ცათამბჯენების აშენებაზე ვესაუბრებოდით!
ჯერ ზურაბიშვილმა დაგვამახსოვრა თავი რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპისთვის მხარზე ხელის „მიპარვით“ მოთათუნებით;
ახლა კი ყაველაშვილი პოზირებს 2-3 წამიან ფოტოში, თითქოს მადამ ტუსოს მუზეუმში იღებდეს სურათს!
აი, ეს არის უფსკრული ჩვენ შორის! ჩვენ ვწერდით ისტორიას, ისინი კი ქმნიან ანეკდოტებს!
მაგრამ ისინი ვერ წაშლიან იმას, რაც თქვენს გულებშია!
მათ შეუძლიათ წაიკითხონ თავიანთი ფურცელი. ეს მათი სირცხვილის სერტიფიკატია. ჩემი უმაღლესი სასამართლო თქვენ ხართ – ქართველი ხალხი!
4 ოქტომბერს თქვენ გექნებათ შანსი, გამოუტანოთ საბოლოო ვერდიქტი ამ მანქურთების რეჟიმს!
ირწმუნეთ გამარჯვების! ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!
დიდება საქართველოს!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved