• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, კვირა, 28 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შევასრულეთ, რაც დაგვავალა მეუფე შიომ” – “ვაჟკაცობა და კაცობა” საპატრიარქოში – რა არ ჰგონია მისი საქმე და რა ჰგონია სიმამაცე სასულიერო პირთა ნაწილს

ალია ავტორი - ალია
03:25 09-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
477

“შაბათის ეთერი” აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც სამშაბათს, 16 სექტემბერს თბილისში, საპატრიარქოს შენობაშია მათივე ცნობით გაკეთებული. მაგიდასთან, მედიის ცნობით, ოთხი სასულიერო პირია: მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა ანდრია ჯაღმაიძე, იოანე გოროლიშვილი და ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი დოროთე ყურაშვილი.

ჩანაწერიდან დგინდება, რომ დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

ანდრია ჯაღმაიძე ირწმუნება, რომ დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში ზნეობის კომისიამ დაიბარა. მეტიც, ის, ჟურნალისტთან ამტკიცებს, რომ იგი არ არის დოროთე ყურაშვილის ქადაგებებით უკმაყოფილო: – “ეს თქვენი ფანტაზიაა, სადმე ვთქვი ეს? მე არ მიქმნის არაფერ პრობლემას.”

მიქაელ ბოტკოველი კი ამბობს, რომ ეს არ იყო კომისიის ფორმატში შეხვედრა და ეს იყო “უბრალოდ გასაუბრება მასთან, რაც შევასრულეთ, რაც დაგვავალა მეუფე შიომ.”

მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ საუბარს იწერენ: – ვიწერთ, კი, მე არ ვაკეთებდი ჩანაწერს, მაგრამ რომელმა ჩაწერა არ მახსოვს. იგი ამბობს იმასაც, რომ იგი ითხოვდა დოროთე ყურაშვილისგან, არ მოიხსენიოს როგორც არა ვაჟკაცები…

ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მას არ უქმნის პრობლემას დოროთე ყურაშვილის ქადაგება, მედიის ცნობით, ჩანაწერში ამბობს უცნაურ ფრაზას: “–სასულიერო პირების დიდი ნაწილი შეურაცხყოფილია, იმის გამო რომ თქვენ მეტრი დააყენეთ, რომ ვინც ახლა სიმართლეს არ ლაპარაკობს, ე.ი. გამბედაობა და კაცობა არ ჰყოფნის.” ეს ფრაზა მართლაც ძალიან უცნაურია, რადგან, სიმართლეს ვინც ვერ ამბობს, ის რომ გამბედავი არაა, ეგ მეტრი დოროთე ყურაშვილზე ბევრად ადრე ილიამ ხომ არ დაგვიტოვა, ჭავჭავაძემ, ან შოთამ, რუსთაველმა, ან დავით აღმაშენებლმა, საერო პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, სასულიერო პირები სულ მაგას არ გვასწავლიდნენ? როგორ, ქრისტე იმას გვეუბნებოდა, სიმართლის არ თქმა კარგიაო? შუშანიკი სიმართლის გამო არ ეწამა, ან აბო თბილელი? სიმართლის თქმისკენ მოწოდება, სასულიერო პირს, შეურაცხყოფას როგორ აყენებს?

ტვ პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერი:

სასულიერო პირი:

–ადრე, შენი ასეთი აქტიურობები არ მახსოვდა, პოლიტიკასთან

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–რომელ აქტიურობაზე საუბრობ?

სასულიერო პირი:

– აი, საჯარო სივრცეში რასაც საუბრობ.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–მე 2012-შიც აქტიური ვიყავი.

სასულიერო პირი:

– იყავი?

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–დიახ, მამა ანდრიაც იყო. ციხეებიც ამბავზე ხომ გახსოვთ მამაო?!

სასულიერო პირი:

– კი

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

– ხომ იყავით აღშფოთებული მთავრობის საქციელით?

სასულიერო პირი:

– კი, რა თქმა უნდა

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

– მეც ვიყავი.

 

მამა მიქაილ ბოტკოველი: 

–ის, რომ ხელისუფლებასთნ მიმართებით განცხადებებს აკეთებ, გასაგებია. სხვებიც აკეთებენ – ერთი ერთ მხარეს აკეთებს, მეორე-მეორე მხარეს. აქ საკითხი არის ასეთი მამა დოროთე! ე.ი. მეჩვენება [ყველას არ შეიძლება გვეჩვენებოდეს] რომ რაღაც საკუთარ მე-ს აყენებ წინ, რომ შენ ხარ ერთადერთი თუ არა, რამდენიმეს შორის, რომელიც სიმართლეს ამბობ და ეს არის ჭეშმარიტება, რასაც შენ ლაპარაკობ და სხვები რა ვიცი აქ ბუმბულს ვარჩევთ, თუ რას ვაკეთებთ სასულიერო პირები?!

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–მე თქვენზე არაფერი მითქვამს.

მამა მიქაილ ბოტკოველი: 

–შეიძლება, პირადად ჩემზე არ გითქვამს…

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–მე რომ რასაც ვამბობ ის რომ სწორია, ეს თუ ვთქვი, ეგ შეცდომა არ არის. პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე.

მამა მიქაილ ბოტკოველი: 

–შეიძლება, შეცდომაა!

 

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–ისე გამოდის, რომ სხვა საძმოს, ჩვენ ხომ ძმები ვართ, რაღაც, თითქოს მორალურად აკნინებ. რომ მარტო მე ვამბობ სიმართლეს.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–მე ეს არ მითქვამს! არ მითქვამს, რომ მარტო მე ვამბობ…

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–”ვერ ბედავენ, კაცობა უნდა გეყოს ახლა, რომ გამოხვიდე და თქვა”.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–დიახ!

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–რატომ აყენებ ასე მეტრს, საზომს, სხვებს რატო აკნინებ?!

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–ვის ვაკნინებ?

მამა ანდრია ჯაღმაიძე: 

–სასულიერო პირების დიდი ნაწილი შეურაცხყოფილია, იმის გამო რომ თქვენ მეტრი დააყენეთ, რომ ვინც ახლა სიმართლეს არ ლაპარაკობს, ე.ი. გამბედაობა და კაცობა არ ჰყოფნის.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–დიახ…

მამა ანდრია ჯაღმაიძე: 

–ხოდა, დიახ და მაგას გეუბნებით, რომ სასულიერო პირებს შეურაცხყოფას რატომ გვაყენებთ?!

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–არ გაყენებთ შურაცხყოფას, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი სიტყვა თქვათ.

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–მე თუ გამოვალ და ჩემს სიტყვას ვიტყვი, იქ ავ ვიტყვი, რომ ვიღაცები გამოდიან და არასწორად ამბობენ.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–რატომ, არ თქვით? არცერთ მღვდელზე სახელით მე არ მითქვამს, როცა ჩემზე ამბობენ სახელით.

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–ხო მაგრამ როცა ამბობ, რომ მარტო ჩვენ ვართ რამდენიმე სამღვდელოებაო?

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–მამაო, იმ რამდენიმეში იქნებ თქვენც იგულისხმებით? – თქვენ ხომ ამბობთ თქვენ სიტყვას.

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–ეს კაცი იგულისხმება?

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–იმ კაცს მე საერთოდ არ ვიცნობ!

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

– მაგაშია საქმე…

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–ყველამ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, როცა ერს ასე უჭირს. ეს ვთქვი მე…დააფიქსირეთ [აზრი]

მამა ანდრია ჯაღმაიძე: 

–სხვაზე ნუ ილაპარაკებ! ნუ მომიწოდებთ, ჩემი პოზიცია ეგ არის რაც ჩანს.

 

მამა მიქაილ ბოტკოველი: 

–მოვინიშნე შენი ნათქვამები და პასუხები მაინტერესებს. “სამწუხაროდ, სულ რამდენიმე მღვდელი აღმოვჩნდით, რომლის მეშვეობითაც ქრისტე საზოგადოებას ესაუბრება – სიმართლეს! მე რასაც ვამბობ, ამით ქრისტე ეუბნება ხალხს”. ჩვენ რას ვაკეთებთ დანარჩენები, შენი ძმები არ ვართ ჩვენ?

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–თქვენ შეგიძლიათ თქვათ, მამაო.

მამა მიქაილ ბოტკოველი: 

–მე თუ არ მინდა პოლიტიკურად აქტიური გავხდე?!

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–თქვენ თუ არ გინდათ, ეს თქვენი პოზიციაა, ჩემი პოზიცია არის, რომ როცა ხალხს ასე უსამართლოდ ექცევიან, ეს ჩემი მრევლია.

 

მამა მიქაილ ბოტკოველი:

–შენ ლაპარაკობ ისეთ მტკიცებით ფორმაში და ისე ამბობ, რომ ის, რასაც დღევანდელი ოპოზიცია ამბობს, ეს არის აბსოლუტური სიმართლე. ჩვენ შეიძლება, სხვანაირად ვფიქრობთ მამაო!

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–თუ ტყუილია, რასაც ოპოზიცია ამბობს, გამოდი და უთხარი: თქვენ ცდებით!

მამა მიქაილ ბოტკოველი:

–რა ვუთხრა, რა ჩემი საქმეა, მაგათ ველაპარაკო. მე მაგალითად დარწმუნებული არ ვარ, რომ არჩევნები გაყალბდა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მოიგო.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–ეს ხომ თქვენი პოზიციაა? მერე ადექით და თქვით!

მამა ანდრია ჯაღმაიძე: 

–ჩემი საქმე არ არის გავიდე…

მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 

–2012 წელს იყო ჩვენი საქმე?

 

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–ე.ი. მთხოვ მე პასუხს, გამოვიდე და ვილაპარაკო და თუ არ ვლაპარაკობ არ მყოფნის გამბედაობა.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–ნაციონალური მოძრაობის დროს ხომ იყავით აღშფოთებული? ხომ იძახდნენ მღვდლები, “დაგმე მიშა”-ო?

მამა ანდრია ჯაღმაიძე: 

–ნუ მაწყვეტინებ, გეტყვი რაღაცას… ახლა მეც იმას მეუბნები, რასაც ამბიონიდან ამბობდი: რომ არ მყოფნის გამბედაობა, კაცობა, რომ გამოვიდე და ვთქვა, ამას არ მეუბნები ახლა?! მაშინ თუ ამბობდი, ახლა რატომ არ ამბობო, ამას არ მეუბნები ახლა?!

მამა მიქაილ ბოტკოველი:

–მამა დოროთე, ხომ შეიძლება, ჩვენ სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე? მე ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმას, რომ ახლა უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე 2012, 2010, 2009 წლებში იყო.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–ეს ხომ თქვენი ხედვაა, მე სხვა ხედვა მაქვს!

მამა მიქაილ ბოტკოველი:

–მე სხვა ხედვა მაქვს, მე არ გამოვდივარ და არ ვლაპარაკობ, რომ ჩვენი საქმე რა არის, ჩვენი საქმე ღვთის სიტყვის ქადაგებაა, ღვთის სიტყვის ადამიანებთან მიტანაა, ლიტურგიის აღსრულება, საზოგადო მსახურება.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–ღვთისმსახურება არ არის ის, მოექეცი ისე სხვას, როგორც გინდა მოგექცენ შენ?! უსამართლობაზე პასუხის გაცემა არ არის ღვთის სიტყვა?!

მამა ანდრია ჯაღმაიძე: 

–აქ სხვა რამეზეა საუბარი, გაეცი პასუხი ვისაც გინდა, ოღონდ სხვა სამღვდელოებას ნუ შეეხები და ნუ წაუკითხავ მორალს, რომ ამათ აქვთ შიშები და არ აქვთ კაცობა, რომ არ გამოდიან და შენნაირად არ ლაპარაკობენ! მე თუ გამოვდივარ და ვლაპარაკობ, არ მოგიწოდებ, რომ ჩემნაირად ილაპარაკო.

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–არაკოლეგიალურობა არის, როდესაც ხმამაღლა, მღვდელმთავარი მწვალებლობას ნაბრალებს…

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–ვინ გელაპარაკება მწვალებლობაზე?

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–ვინ და მეუფე სტეფანე… 4 თვეა

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–მამაო, ის მეუფე სტეფანეს დაელაპარაკეთ…

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–მე რატომ უნდა დაველაპარაკო, მეუფე სტეფანე არ არის ჩემი ეპისკოპოსი, მამაო, კანონიკა ისწავლეთ… მეუფე სტეფანეს, პირველ რიგში უნდა მიხედოს ჩემმა პატრიარქმა, ჩემმა ეპისკოპოსმა… მამა ალექსანდრე გალდავა ხომ გამოვიდა და ხომ თქვა, ამაზრზენია მაგის საუბარიო. თქვენი გუნდის წევრია.

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–რას ქვია ჩემი გუნდის წევრია, თქვენ ვისი გუნდის წევრი ხართ?

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–სახალხოდ მაგინა, რატომ არ დაიბარეთ

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–გინება არ იყო…

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–გინება იყო და თან პროტესტანტული სწავლება იყო… ანუ გინახავთ.

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–არა, ეგ ვნახე, როგორ არ ვნახე…

მღვდელი დოროთე ყურაშვილი:

–მერე რატომ არ მიეცით შენიშვნა?

მამა ანდრია ჯაღმაიძე:

–რა შენიშვნა უნდა მივცე?

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

რჩევები ინვესტორებისთვის: რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინებს რუსთავში
ახალი ამბები

რჩევები ინვესტორებისთვის: რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინებს რუსთავში

14:55 09-27-2025
ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“
ახალი ამბები

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“

14:36 09-26-2025
AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე
ახალი ამბები

AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

14:22 09-26-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები

14:04 09-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved