• რეკლამა
  • კონტაქტი
15:18, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ციხე ცუდია, მაგრამ მანდაც იმიტომ ხართ, რომ მეტზე გაქანება და გამბედაობა არ გეყოთ“ – მაია ნადირაძე

ალია ავტორი - ალია
22:25 09-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,173

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე სოცალურ ქსელში წერს:

„ახლოვდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ამ ქვეყნის ისტორიაში და მე მჯერა გამარჯვების. მჯერა იმიტომ რომ ერთხელ ჩემი თვალით ვნახე რა შეუძლია ხალხს. ყოველთვის მჯეროდა და მეგულებოდა ეს ხალხი. არასდროს მითქვამს გადაბრუნებული სიტყვა ქართველ ხალხზე და ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ამას აკეთებს. ის რომ, ნაგავიც ჩვენს გვერდით არსებობს (ეგ ყველა ერშია) და ახლა ზედაპირზე ტივტივებს, მაგით არ განისაზღვრება ქართველობა.
აი, გაღვივდა რაღაც, შემართება გამოჩნდა და ამ დროს აქვე, ჩვენ ცხვირწინ, ის ადამიანები, რომლებიც წესით ამ ყველაფრის ავანგარდში უნდა იყვნენ, წინასწარმეტყველებენ მარცხს, ქედმაღლურად ჭკუას გვარიგებენ, გვამუნათებენ, გვამცირებენ, და ათას იდიოტობას სჩადიან.
ამ ხალხთან მაქვს ახლა საქმე.
არც “ლელო”და არც მსგავსი სუროგატები აქ არ იგულისხმება.
მე მივმართავ იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში არის დღესაც, ვისაც თავი კიტრი ჰგონია და ხვალ ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს.
ისინი, ვინც პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ, წონა შეიძინეს და რაღაც სტატუსი მოიპოვეს, იმიტომ რომ სააკაშვილმა ერთ დროს ისინი ამ საქმეში ჩართო.
ადამიანმა რომელმაც სული ჩაგბერათ და დღესაც იმიტომ ტივტივებთ, რომ მისი სახელის ხსენებით იპოვებთ რაღაც დივიდენდებს. თქვენ რა ჯურის ხალხი ხართ საერთოდ?! რას ჭამთ, რას სვამთ, რითი ორიენტირებთ ცხოვრებაში.
არ მოგწონთ ეს სააკაშვილი? კი ბატონო, არაა პრობლემა.
მე რომ არ მომეწონა (ზუსტადაც თქვენნაირების უსაქციელობის გამო), წავედი, გავეცალე.
ჰო, ტახტზე ვზივარ და ვაკაკუნებ. სულ ცოტა არაფერს ვაფუჭებ. აი, თქვენ, ზევით-ქვევით რომ დახტიხართ, სამოსს რომ იცვლით, ყველა კედელს რომ უსაგნოდ ეხეთქებით, თქვენ რა ჩემი ფეხები ქენით?
მე გეტყვით რა- თქვენი უუნარობით გააძლებინეთ ხიხოსტანს ამდენი ხანი. თქვენი უუნარობით შექმენით ხიხოს დაუმარცხებლობის მითი. ხალხს მოარგეთ მსხვერპლის როლი, თავს მოახვიეთ ნიჰილიზმი და ამის ფონზე, არ ჩანს, რომ თქვენი ცხოვრება გაუსაძლისია ან მატერიალურად ან მორალურად.
ციხე ცუდია, ( ვინც მანდ ხართ) მაგრამ მანდაც იმიტომ ხართ, რომ მეტზე გაქანება და გამბედაობა არ გეყოთ. ხოდა, ითამაშეთ ფეხბურთი მანდ ოღონდ ნუ მავნებლობთ.
მესმის, განა არ მესმის, 13 წელიწადია რაღაცას ფაფხურობთ ერთი პატარა გამარჯვების გარეშე და უცებ არკვევთ, რომ უთქვენოდ, ერთ დღეში, დიდი ალბათობით, ყველაფერი ამოტრიალდება.
რაც გააფუჭეთ ისიც გეყოფათ, ახლა გაიყრუსეთ. როცა ყველაფერი დასრულდება, ისევ თქვენთვის გაიხსნება ციხის კარიც და პოლიტიკის გზაც. ოღონდ ახლა ჩაიწყვიტეთ ხმა.
იმიტომ რომ თქვენი “სენტენციებით”და “გამჭრიახობით” უფრო მეტს აშავებთ, ვიდრე სრულიად ქოცხროვა.
ეს ძალიან რბილად და მოკლედ დავწერე ჩემი აზრით და თუ არ მოისვენებთ, უფრო ვრცლად ვიტყვი…
მე არ ვაპირებ, თქვენგან განსხვავებით, პოლიტიკაში დაბრუნებას, ასე რომ რამე პოლიტკორექტულობის ვალდებულება არა მაქვს.
მე მხოლოდ ის მინდა, რომ ივანიშვილი გაქრეს საქართველოდან.
და ამის შანსის გამოჩენის დროს თქვენს მიერ დათესილი უუნარობის ატანა აღარა მაქვს.
ბარემ, აქვე ვიტყვი, დიდი, ძალიან დიდი როლი აქვთ ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებს ნიჰილიზმის და იმპოტენციის გაღვივებაში.
მე მივხვდი, რომ არ არსებობს ყოფილი “ იმედის” ჟურნალისტი ( თეა ადეიშვილის გარდა), მათი პატრონია მათი პოზიციის მდგენელი.
ასე რომ, ჩემო გულადო ხალხო, ვის პარტიაშიც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა უყურებდეთ, ირწმუნეთ გამარჯვების, იმიტომ რომ
“გამარჯვებული მეომრები ჯერ იმარჯვებენ და შემდეგ მიდიან ომში, ხოლო დამარცხებული მეომრები ჯერ ომში მიდიან და შემდეგ ცდილობენ გამარჯვებას.” (სუნ ძი)“
თეგები: მაია ნადირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved