• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, შვიდი ომი დავასრულე და არასდროს მიმიღია ზარი გაერო-დან დახმარების შემოთავაზებით… ძალიან ცუდია, რომ ამის კეთება გაერო-ს ნაცვლად მომიწია” – დონალდ ტრამპი

ალია ავტორი - ალია
19:53 09-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
294

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტელესუფლიორი მწყობრიდან გამოვიდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის დარბაზში ასვლისას გაფუჭდა ესკალატორი. როგორც ტრამპმა განაცხადა, ის, რაც გაერო-სგან დახმარების ნაცვლად მიიღო, იყო ცუდი ესკალატორი და ცუდი სუფლიორი.

„ის, რაც გაერო-სგან მივიღე, იყო ესკალატორი, რომელიც ამოსვლისას შუა გზაში გაჩერდა. პირველი ლედი შესანიშნავ ფორმაში რომ არ ყოფილიყო, ის წაიქცეოდა, თუმცა ის შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენ, ორივენი კარგ ფორმაში ვართ. ასევე, ტელესუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა – ეს ორი რამ მივიღე გაერო-სგან. ცუდი ესკალატორი და ცუდი სუფლიორი. დიდი მადლობა. ახლა ის ამუშავდა. მადლობა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე განაცხადა:

„მხოლოდ შვიდი თვის პერიოდში მე დავასრულე შვიდი დაუსრულებელი ომი. მეუბნებოდნენ, რომ მათი დასრულება შეუძლებელი იყო – შენ ვერასდროს მოაგვარებ მათ. ზოგიერთი 31 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, წარმოიდგინეთ -31 წელი, ერთ-ერთი 36 წელი, ერთი კი – 28 წელი. მე დავასრულე შვიდი ომი და ყველა მათგანი მძვინვარებდა უამრავი ადამიანის მსხვერპლით. ესენია კამბოჯასა და ტაილანდს შორის, კოსოვოსა და სერბეთს შორის, კონგოსა და რუანდას შორის, რომელიც იყო სასტიკი ომი, პაკისტანსა და ინდოეთს შორის, ისრაელსა და ირანს შორის, ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. არცერთ პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს, არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია ოდესმე რამე მსგავსი და მე ეს მხოლოდ შვიდ თვეში გავაკეთე. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ჩემთვის პატივია ამის გაკეთება. ძალიან ცუდია, რომ ამის კეთება გაერო-ს ნაცვლად მომიწია. და სამწუხაროა, რომ ყველა ამ შემთხვევაში გაერო-ს არც კი უცდია დახმარება. მე დავასრულე შვიდი ომი, ურთიერთობა მქონდა თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და არასდროს მიმიღია სატელეფონო ზარი გაერო-დან შეთანხმების დასრულებაში დახმარების შეთავაზებით“,

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერო არ იყო ჩართული მის მიერ ჩამოთვლილი კონფლიქტების დასრულების პროცესში.

„რა არის გაერო-ს მიზანი? გაერო-ს აქვს ასეთი უზარმაზარი პოტენციალი. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას აქვს ასეთი დიდი პოტენციალი და ახლოსაც არ არის მის გამოყენებასთან. დიდწილად, ყოველ შემთხვევაში, ახლა როგორც ჩანს, რასაც ისინი აკეთებენ, არის მხოლოდ ძლიერი სიტყვების შემცველი წერილების წერა და შემდეგ ამ სიტყვების არშესრულება. ეს არის ცარიელი სიტყვები, ხოლო ცარიელი სიტყვები ომებს არ აგვარებს. ერთადერთი, რაც აგვარებს ომებს, არის მოქმედება. ახლა ყველა ამ ომის დასრულებისა და მანამდე აბრაამის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ ჩვენს ქვეყანას არანაირი დაფასება არ მიუღია. ყველა ამბობს, რომ მე მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მივიღო თითოეული ამ მიღწევისთვის, თუმცა ჩემთვის ნამდვილი ჯილდო იქნებიან ის ბავშვები, რომლებიც გადარჩებიან და გაიზრდებიან დედებთან და მამებთან, რადგან მილიონობით ადამიანი აღარ დაიხოცება დაუსრულებელ ომებში. ის, რაც მადარდებს, არის არა ჯილდოების მიღება, არამედ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ ამ შვიდი ომის დასრულებით და არის სხვა ომები, რომლებზეც ვმუშაობთ და თქვენ ეს იცით“, – განაცხადა ტრამპმა.

 

თეგები: დონალდ ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved