ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ალექსანდრე კარტოზიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მის ელჩად დანიშვნას ეხმაურება:
,,მართლა გულით გამეხარდა ალეკო კარტოზიას დანიშვნა გერმანიაში ელჩად.
სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა!
ალეკოს არასოდეს არაფერი შეეშლება არც სამშობლოსთან და არც გერმანიასთან, სადაც მთელი შეგნებული ცხოვრება გაატარა და ღირსებით ატარა ქართველობა!
დამიჯერეთ! ბავშვობიდან ვიცნობ და მასზე წესიერი ადამიანი არ შემხვედრია”
განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში ელჩად დაინიშნა
კომენტარები