მიხეილ ყაველაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე დანიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
„სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.
ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე, მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.
ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.
2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა“
კომენტარები