• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 350 მლნ. ლარის ობლიგაციები განათავსა

ალია ავტორი - ალია
18:23 09-22-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ემისია განახორციელა და 350 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა დღიური არაკუმულაციური რთული TIBR + 3.75% – ით, ხოლო ვადა 5 წლით. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ემისიას სოციალური ობლიგაციების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მოზიდულ თანხებს კომპანია სოციალური პროექტების დაფინანსებისა და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა – ემისიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა კომერციულმა ბანკებმა და საპენსიო ფონდმა, ასევე, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB).

“თიბისი კაპიტალსა და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” შორის პირველი თანამშრომლობა წარმატებით შედგა. მოხარული ვარ, რომ ერთობლივად შევძელით საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში უმსხვილესი ლარში დენომინირებული ადგილობრივი ემისიის განხორციელება. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების მიმართ ქვეყანაში ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაშიც თიბისი კაპიტალიც აქტიურად არის ჩართული.ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც არამხოლოდ ინვესტორებისთვისაა საინტერესო, არამედ ეკონომიკის მდგრად ზრდაზეც აისახება. დარწმუნებული ვარ, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ ამ მასშტაბის სოციალური ობლიგაციების ემისია შექმნის ახალ სტანდარტს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე და გახსნის გზას მსგავსი ტრანზაქციებისთვის მომავალში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან” ერთად, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი ისტორიული ტრანზაქცია განხორციელდა. ეს ტრანზაქცია აჩვენებს, თუ რამდენად მზარდია ინვესტორების დაინტერესება სოციალური და მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აღნიშნულ ტრანზაქციაზე ინვესტორთა მაღალი ინტერესი კომპანიის სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობის ნათელი დადასტურებაა. გალტ & თაგარტისთვის პრიორიტეტია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან გრძელვადიან ეფექტს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. გვჯერა, რომ მომავალშიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან“ ერთად არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, – ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ქვეყნის კაპიტალის ბაზრისთვის – პირველად განხორციელდა ასეთი მასშტაბის ლარის ობლიგაციების ემისია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს – „გალტ & თაგარტს“, „თიბისი კაპიტალს”, საპენსიო ფონდს,საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ბანკებს. აღსანიშნავია ინვესტორთა მაღალი ინტერესი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას. მოზიდული რესურსი მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებასა და არსებული სესხების რეფინანსირებაზე, რაც ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ მომავალშიც იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც შექმნის ახალ სტანდარტს და განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობას“ – ირაკლი გოგია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაშიდა მოსახლეობას სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს  სთავაზობს. საქართველოს ჯანდაცვისჯგუფი 4 ძირითადი მიმართულებით საქმიანობს და ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს: 50 საზოგადოებრივ ჰოსპიტალსა და პოლიკლინიკას, უმსხვილეს ლაბორატორიას სამხრეთ კავკასიაში და 4 ათასამდე ექიმს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved