• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა

ალია ავტორი - ალია
17:08 09-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
787

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე [რომანოვი] კიდევ ერთმა ქვეყანამ დაასანქცირა. “მაგნიტსკის სიაში” მყოფ “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსანს შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმა დაადო.

სანქცირებულია ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. როგორც ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ, ვასაძე და ფარცხალაძე გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ვასაძეს დაუწესდათ როგორც ფინანსური, ასევე სამოგზაურო შეზღუდვები.

კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, მათ – გაეყინებათ აქტივები, დაუწესდებათ დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, აკერძალებათ მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში და დაუწესდებათ სანქციები ტრასტის სერვისებისთვის.

ლევან ვასაძის დასანქცირების საფუძვლად მითითებულია – მისი ჩართულობა ან მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკაში ან ქმედების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაში, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, სანქცირების მიზეზად მითითებულია – მონაწილეობა [ამჟამად ან წარსულში] რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მისგან მხარდაჭერის მიღებაში “მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის” დირექტორად მუშაობით, რომელიც საქმიანობას ეწევა რუსეთის ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.

თეგები: ლევან ვასაძეოთარ ფარცხალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved