• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების“ ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ლობისტებში მილიონების ხარჯვის მიუხედავად, ამ ფაქტს ვერაფერი ცვლის – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
16:43 09-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
461

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება, დაპირება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდებოდა, აღმოჩნდა ისეთივე მეგა ტყუილი, როგორ ტყუილსაც წარმოადგენს ათწლეულების განმავლობაში “ოცნების“ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი. იანვრის შემდეგ 8 თვე გავიოდა, მაგრამ ეს რუსული რეჟიმი კვლავაც ისევე არალეგიტიმური და არაღიარებულია, როგორიც ის იყო მთელი პერიოდის განმავლობაში, 2024 წლის 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნების შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში, “ქართული კოშმარის“ არააღიარების შესწორების წინადადებაა შესული, რომელიც აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ სხვადასხვა ორგანოს უკრძალავს “ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის აღიარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესწორების წინადადებაა, მიბმულია კანონპროექტის 313-ე მუხლთან, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტესტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, არსებულ კანონში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ლობისტებში მილიონების ხარჯვის მიუხედავად, ამ ფაქტს ვერაფერი ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში.

შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველი – არავითარი ნორმალიზება არ ხდება და არ მომხდარა, მეორე – ამ ე.წ. ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმაცია, მესამე- ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩანიშვნის და თავისუფალ პირობებში ჩატარების და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე არავითარი სივრცე და საშუალება პოლიტიკური ურთიერთობის გადატვირთვისა ამ რეჟიმს არ ექნება არც ვაშინგტონთან და არც ბრიუსელთან, მეოთხე- ის რაც საზოგადოებამ კარგად იცის, “ძლიერი საქართველო“ წლების განმავლობაში, მათ შორის კონკრეტულად ვაშინგტონში მუშაობდა და მუშაობს ამ რეჟიმის შემდგომი დელეგიტიმაციის და სანქცირების მისაღწევად, ეს არის ის კურსი, რომელსაც “ლელო ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ემხრობოდა, ლობირებდა, ყველა მის კომუნიკაციაში ასახავდა, სახელმწიფო დეპარტამენტთან, სენატთან და კონგერსთან საუბრისას ხაზს უსვამდა და მუდამ გაუსვამს. ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ბოროტმოქმედი რეჟიმის სხვადასხვა წევრები, ყევლა ის პირი, რომელიც კვებავს არ რეჟიმს, იქნებიან პროპაგანდისტების თუ სხვა წრების წარმომადგენლები ხელს უწყობენ ბოროტმოქმედი, ანტიქართული, ანტიამერიკული, ანტიევროპული რეჟიმის გამოკვებას, ყველა ასეთი პირი უნდა დასანქცირდეს. ეს იყო, არის და რჩება “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთადერთ რეალურ და ფორმალურ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვლობირებთ ხოლმე და წელსაც, რამდენიმე ოფიციალური ვიზიტის დროს, მათ შორის ვაშინგოტნში, ვლობირებდით სწორედ ამ პოზიციას.

შესაბამისად, ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა პროტესტით, არჩევნებით, საერთაშორისო დელეგიტიმაციით და ქართველ ხალხს, ყველას ვიწვევთ ამ ბრძოლის ყველა სხვადასხვა ფორმაში და მათ შორის იმაში, რომ მვოიდნენ არჩვენებზე და დიდი სილა გააწნან „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს, – განაცხადა გეგელიამ.

(R)

თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved