ბრენდირებული ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს აღკვეთო ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
ისინი 17 სექტემბერს დააკავეს.
გამოძიება სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს
კომენტარები