პოლონეთს თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კოსინიაკ-კამიში კიევში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას დენის შმიგალს შეხვდება. შეხვედრის დროს მხარეები სამხედრო თანამშრომლობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.
კომენტარები