• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4-ში, დანიშნულ დღეს, დანიშნულ ადგილზე, დანიშნული საათით რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება – ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი ქართული ოცნებისთვის – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
23:52 09-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,342

პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ,,ფორმულასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული “მშვიდობიანი რევოლუცია” – “ყველაზე დიდი საჩუქარია ქართული ოცნებისთვის”.

ის აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის” გაიგივება სახალხო პროტესტთან – “ფაქტობრივად, პროტესტის დელეგიტიმაცია და ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა”.

“4-ში, დანიშნულ დღეს, დანიშნულ ადგილზე, დანიშნული საათით რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება – ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც მისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, დაენახებინა, რა არის ალტერნატივა და ფაქტობრივად, ამ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან იყო, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და ოცნების ლეგიტიმაცია. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა დაშვებული.

არ შეიძლება არჩევნების დღეს, რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც აქეთ გყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეზღუდული კი არა, უაღრესად დაზიანებული ლეგიტიმაცია აქვს და შენ სთავაზობ მოსახლეობას აბსოლუტურად გაურკვეველ პროექტს, რომელსაც ძალადობრივი ელფერები აქვს, რომელსაც ზუსტად იცი, რომ გამოიყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც სჩუქნი, რადგან ადამიანებისთვის სტაბილურობის შეგრძნება, სიმშვიდე დღეს ძალიან დიდი ფასეულობაა…

მასობრივი მშვიდობიანი აქცია უნდა დაიბრენდოს, როგორც მშვიდობიანი დამხობა და დაინიშნოს მაინცდამაინც არჩევნების დღეს? ეს არის ლოგიკა? მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია, საერთოდ”, – ამბობს გიორგი გახარია.

ის ამბობს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა “რაღაცები უნდა გადააზღვიოს” და აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიციის პოლიტიკა არ გახდა “გონივრული, რეალური და პრაგმატული, ყოველთვის ქართული ოცნება მოიგებს”. ამ კონტექსტში ის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ერთადერთი მიზანია – “ქართული ოცნების რეალური 35% შემცირდეს 20%-მდე”.

“მე უბრალოდ, შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას ვამბობ წინმსწრებად იმიტომ, რომ ვთვლი, რომ რაღაცები უნდა გადავაზღვიოთ, მაქვს ამის შესაძლებლობა, თორემ გავა აგერ დრო, ერთი თვე, თქვენც ნახავთ და მეც ვნახავ რა იქნება ამის შედეგი. მერე გამოვლენ და დააბრალებენ ხალხს – იტყვიან, რომ არასაკმარისი ხალხი გამოვიდა და ჩვენ რა ვქნათ, მერე იტყვიან, აი, მე რა უნდა მექნა იმიტომ, რომ ჯარიმა არ გადავიხადე, დაპატიმრებული ვიყავი და ამის გამო ვერ მოვახერხე ეს… მეგობრებო, ეს აღარ არის უკვე თამაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდეგი 10 წლის განმსაზღვრელი პროცესები… […]

ჩვენი პოლიტიკა თუ არ გახდა გონივრული, რეალური და პრაგმატული, ყოველთვის მოიგებს ოცნება, რადგან მას მარტივად შეუძლია ჩვენი ემოციურობის მართვა და რასაც დღეს აკეთებს, ფსიქოლოგიურად ძალადობს საქართველოს ამომრჩევლებზე. მარტივია – ამ არჩევნებში არის ერთადერთი მიზანი – ოცნების რეალური 35% შემცირდეს 20%-მდე, ეს თუ არ მოხდა, ყველანაირი საუბრები ასეთ გადატრიალებაზე, ისეთ დამხობაზე, ეს არის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი, ილუზია, უპასუხისმგებლობა, რომელზეც მერე გამოვლენ და იტყვიან – არ გამოვიდა, რა ვქნათო”, – ამბობს გიორგი გახარია.

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved