• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ პროკურატურის განცხადებიდან“ – რა ვერსიებზე წერს რომან გოცირიძე?

ალია ავტორი - ალია
22:39 09-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
427

ყოფილი პარლამენტარი, ეკონომისტი რომან გოცირიძე პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობის ფულის გათეთრებაზე ერთი პირის დაკავებას ეხმაურება:

,,ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ პროკურატურის განცხადებიდან. კარგი ის არის, რომ ქვეყანაში შემოვიდა 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო, ხოლო ცუდი ის არის, რომ ეს ხდებოდა უკანონოდ, ნაღდი, შავი ფულის სახით, მანქანის სამალავში განთავსებული.

მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ამ ფულის თუნდაც ერთი ნაწილის ეკონომიკაში ინვესტირება ზრდის მშპ-ს და ქმნის სამუშაო ადგილებს, ამყარებს ლარს და ზრდის ეროვნული ბანკის რეზერვებს.

მეორეს მხრივ, არალეგალურად შემოტანილი ფული( დიდი ალბათობით ეს არის რუსული რუბლები) რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიერ არის შემოტანილი, გაურკვეველია. რამდენად არის ეს ფული ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით ურისკო, შესაფასებელია.

როგორც ჩანს, თანხის ნაწილი ქვეყნიდანაც გავიდოდა( ალბათ რუსული რუბლით დოლარის შეძენის გზით). არც ესაა საგანგაშო. ეს ლარზე არ მოახდენს არავითარ გავლენას, რადგან რუსული რუბლი ჩვენთვის სასურველი უცხოური ვალუტაა, სამწუხაროდ, რუსეთიდან მზარდი იმპორტის გამო.

როგორც პროკურატურის განცხადებიდან ჩანს, საქმე ეხება 2022-2024 წლებს( რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდს ემთხვევა). ამ ფაქტების შესახებ ალბათ ცნობილი იყო ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მფარველებიც ეყოლებოდათ რა თქმა უნდა, ამბავი კი თითქმის ერთი წლის შემდეგ გამოამზეურეს. ეს უკვე შიდაკლანური ბრძოლის კონტექსტში უნდა იქნას განხილული( ღარიბაშვილის მთავრობის მიმართ რეპრესიების დაწყების კუთხით).

მოკლედ, მრავალპლანიანი საკითხია და მეტი დეტალების გაგების შემდეგ ადვილი იქნება მთელი სურათის დანახვა. ერთი რამ ფაქტია-ასეულ მილიონობით დოლარი შემოვიდა, რაღაც ნაწილი აქ დარჩა. რას მოხმარდა, საკითხავი აი ეს არის.

შავი ფული, შავი იმპორტ-ექსპორტი, სანქციების გვერდის ავლა, ესაა ქართული ეკონომიკის რეალობა, რომელიც ასევე არის ეკონომიკური ზრდია ფაქტორი, ოღონდ ეს ნაზარდი ხალხამდე კი არ მიდის, არამედ მსგავსი სქემებით ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისა და ბიზნესის ჯიბეში ილექება.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved