• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი აშენდება

ალია ავტორი - ალია
14:34 09-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
929

თბილისის მერია ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას განახორციელებს. ცენტრი მოიცავს ფეხბურთის დახურულ მოედანს, პადელის ორ კორტს, ფიტნეს დარბაზსა და ღია საცურაო აუზს მოძრავი გადახურვით.

პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად იმ ტერიტორიაზე გაეცნო, სადაც ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.

„დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვაანონსებთ, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში განვახორციელებთ. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, რომელიც მოეწყობა ვაკის რაიონში, კონკრეტულად, ბეგების დასახლებაში. ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სივრცე მთლიანად იქნება გამოყენებული მულტიფუქნციური ცენტრისთვის. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში პირველად მოეწყობა ღია საცურაო აუზი, ასევე, გათვალისწინებულია დახურული საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, სპორტული სივრცეები და კორტები. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება საკვები ობიექტიც. ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები შენარჩუნდება და მოეწყობა პარკი. მიხარია, რომ დედაქალაქში ამ სივრცეზე მორგებული გამაჯანსაღებელი სპორტული ცენტრი აშენდება, რომელიც მულტიფუნქციური იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს. ტერიტორიის განაშენიანების ფართობი 7 272 კვადრატული მეტრია, დახურული შენობის ფართობი კი 4 494 კვადრატული მეტრი.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved